რომანტიული სოციალიზმი - ყველაფერი უფასოდ შეყვარებული წყვილებისათვის . . . . . . . . . . . შეიძინეთ ევროპრეზერვარტივი 'NATO' - კოლექტიური თავდაცვის საშუალება . . . . . . . . . იპოთეკურად ისესხე კრეატიული იდეები. . . . . . . . ბლოგი ღიაა 24/7 (c) მუსამპა . . . . www.mu3pa.ge

Monday, 28 April 2008

სათაურიც გაყიდულია

მზარდი სტატისტიკით მაბოლებენ სათვალიანი ლოკალური ღმერთები, PR მენეჯერები და ნახევარწუთიანი სარეკლამო რგოლები/წრეები. დღეს დილით ჩვენი უბნის ჰიპერმარკეტების დახლებზე უკვე გამოჩნდა სიყვარული სულ რაღაც 9,99 ევროდ, მეგობრობა - 6,99 ევრო, და გრძნობების სრული კომპლექტი - 19,99 ევრო ერთწლიანი გარანტიით. Made in Heart.

Sorry დედა მე სახლში დილით დავბრუნდები, მე ნამდვილი სამანზომილებიანი სექსი ვიპოვე და არ შემეძლო არ მეყიდა, ბოდიში რომ ჩემს გარეშე გიწევს ვახშმობა, გთხოვ გამიგე ამ ფასად ხელიდან ნამდვილად ვერ გავუშვებდი. გამყიდველმა მითხრა მომავალ კვირაში ახალი პარტიას მივიღებთო და ერთს შენთვისაც ავიღებ. დანარჩენს მერე მოგიყვები. Message delivered.

ჩვენი თაობა უკვე წლებია ორსულადაა საკუთარ თავზე, ყოველ დღე ველოდებით შიშველ და გამოცდილ ბებიაქალებს პროვინციული კონტინენტების სამშობიაროებიდან. გველოდება კულტურულ – ფსიქოდელიური ჭინთვები ამაზრზენი კივილის ფონზე რომელიც წუთების ნაცვლად წლების მანძილზე გაგრძელდება. ეხოსკოპიაზე სამთვალიანმა ექიმებმა ჩაგვჩურჩულეს რომ ბავშვები უკვე ვეღარ სუნთქავენ. No Happy End Please.


მუ3პა

29.3+1.2008

Sunday, 13 April 2008

EMO ციური

ცნობიერების
რელობასთან
შესაბამისობაში
მოყვანის
ერთთვიან
ინტენსიურ
კურსის
გამოსაშვებ
საღამოზე
ყველანი
პენისზე
დავიკიდე
საკუთარი
შინაგანი
კონსტიტუციის
გარდა.

Prince
პები

Prince
პები

დიეტებზე
შემჯდარო
მჩაგვრელ-გამძღარო
საზოგადოებავ
თვალებში
ნუ
გვიყურებთ
ტელეეკრანებიდან
ტექნოკრატიული
ათასწლეულის
დებიუტში,
გარეუბნბისაკენ
გაიხედეთ
სადაც
ცხოვრება
ერთ
დღეში
ეტევა
სუპერმარკეტების
უფასო
ერთჯერად
პარკებში.


ფეხაკრეფით
გავედი
ცხოვრების(ეულ)
სარეკლამო
პაუზაზე
რომ
აღარასოდეს
ვუყურო
მარკეტინგულ
საქველოქმედო
აქციებს
უპატრონო
ბავშვთა
სახლებიდან
ზიგ
ზილარების,
ნაპოლეონ
ჰილების,
იდეებზე
გაზრდილი
თავაზიანი
თაობის
მონაწილეობით

WWW
WWW


ცხოვრების
(ეული)
საგნები
და
თავად
ცხოვრება
უპროცენტო
განვადებით
მესამე
სარეკლამო
არტიდან
ჩემ
სამზარეულოს
მაგიდაზე
ამოღოღ
და
ჩვენი,
"ფენოვანი
ხაჭაპურის
თაობის"
ბოლო
დარჩენილი
ლუკმებიც
უEMOციოდ
გაგვტა
ცა



მუ3პა

13-04-2008