რომანტიული სოციალიზმი - ყველაფერი უფასოდ შეყვარებული წყვილებისათვის . . . . . . . . . . . შეიძინეთ ევროპრეზერვარტივი 'NATO' - კოლექტიური თავდაცვის საშუალება . . . . . . . . . იპოთეკურად ისესხე კრეატიული იდეები. . . . . . . . ბლოგი ღიაა 24/7 (c) მუსამპა . . . . www.mu3pa.ge

Thursday 31 January 2008

Indy ვიდები

0%

ადამიანი
-
უფრო ადამიანი
-
უფროზე უფრო ადამიანი
-
ადამიანი
-
უფერო ადამიანი
-
უფეროზე უფრო უფერო ადამიანი
-
ადამიანი
-
უფრთო ადამიანი
-
უფრთოზე უფრო უფრთო ადამიანი
-
ადამიანი



0.1%

1. თქვენ ჯერ არ დაბადებულხართ, რას მოიმექმედებთ რომ დაიბადოთ?

ა)ქალაქის ცენტრალურ მოედანზე დავწვავ ყველა პრეზერვატივს;
ბ)დედას წინასწარ დავურეკავ რომ მამასთან იქონიოს აქტიური სექსი;
გ) კლონირება სავსებით ნორმალურ მოვლენად მიმაჩნია;
დ) მე უკვე დავიბადე ანუ ამ ყველაფერს ვკითხულობ.

2.თქვენ ყურების ადგილას დინამიკები გამოგეზარდათ, ანუ?

ა)აქტიურად გავაგრძელებ უბნის რადიოს მოსმენას;
ბ)ყოველ დილით დავიჭრი ხახვს ყურებზე რომ ძალიან არ გაიზარდნონ;
გ) ჩავიხედავ სარკეში რომ დავრწმუნდე, ერთი წამით სარკე აქვეა!
დ) ზრდილობიანად გავიღიმებ.

3.თქვენს მილიონიან ქალაქში მარტო დარჩით ანუ ყველანი წავიდნენ, თქვენ?

ა)სულ სულ ყველა?
ბ)წავალ უახლოეს შოკოლადის ქარხანაში და გავძღები შოკოლადით;
გ) იმ კაბას/შარვალს მოვიპარავ მაღაზიიდან ყოველთვის რომ ვიტრინიდან მიყურებს;
დ) თმებს გადავიპარსავ.

4 თქვენც?

ა)ნუ მე არა მაგრამ ხო იცი ხდება ხოლმე;
ბ)ნუ რათქმა უნდა მე;
გ) როგორ? კითხვა გამიმეორეთ;
დ) არა რას ამბობ, არც გაიფიქრო.

5. თქვენ ტოსტერში პურის ნაჭრების მაგივრად აწყობთ ოცნებებს რატომ?

ა)უკვე 7 წელია კარაქიან ოცნებებს ვჭამ ჩაიზე;
ბ)ცივ ოცნებას რა თქმა უნდა ცხელი სჯობია;
გ) მიყვარს;
დ) მხოლოდ იმიტომ რომ თქვენც იგივეს აკეთებთ.

6. რას ფიქრობთ როდესაც შიშველი დგახართ შხაპის ქვეშ?

ა)სიმღერაზე რომელიც უბნის შიშინა რადიოლაში ისმის ხოლმე;
ბ)მასზე;
გ) ვინ მომაწოდებს პირსახოცს?
დ) რომ მთელი მსოფლიო ამ ყველაფერს ონლაინ რეჯიმში ხედავდეს.

7.ასაკან ერთად გემატებათ?

ა)ხელფასი/გონება;
ბ)როგორც ყველას ისე მე;
გ) სტრესი;
დ) მე ინდივიდი ვარ.



0.2%

მსოფლიო ვალუტის კურსი დღეისათვის

1 ადამიანი = 1 გირვანქა სტერლინი
1 ადამიანი = 1 ევრო
1 ადამიანი = 1 ამერიკული დოლარი
1 ადამიანი = 1 რუსული რუბლი
1 ადამიანი = 1 ალჟირული დინარი
1 ადამიანი = 1 არგენტინული პესო
1 ადამიანი = 1 ავსტრალიური დოლარი




მუსამპა

2008

Tuesday 22 January 2008

SAGEM myX – 1w

(RE) kargad var, shen, rogor xar ? Vici vnaxe, ladosac vesaubre da ase 2-3 dgeshi movagvarebt mag sakitxs;
Mon chéri tu es oû? Lolo à enfin quitté l’ordinateur…Je suis là viens vite calin mon amour je t’aime

Moi attandre famke mais elle avec natan Moi attendre toi en mai avec bouteille georgienne Moi voir X dimanche. Allez bisous sur fesse
Mon petit coeur …Viens vite je vais te consoler…tu es oû ? je t’aime fort
Xo ar viknebi : -( axla cudi da mzime periodi maqvs, male gamivlis da male gnaxav 69shi an sadme bohemur adgilas : -)
Grenouille je t’aime je pense à toi j’espère que tu vas bien calin
Roma ver vaxerxeb gamosvlas
Mon petit cœur tu sais quoi ? Les noires étaient pas là au marché : ( mais j’ai trouvé l’echarpe dans un magasin mais elle est pas vraiment rouge elle est peu foncé ca ira? Je la prend? Bisous mon cœur je t’aime
Vecade zalian am dgeebshi da es 5welia rom dameshatdownebine da tan uemociod- magram ar shemizlia, gesmis?! Ar shemizlia…For me there was never a list but only one name da me mgoni ase darcheba yoveltvis. Minda es icode da minda mec vicode…


არა მუსამპა

2008

Monday 21 January 2008

არ ითარგმნება

ბ-ნი. ოთარი
ბ-ნი. თემური
ბ-ნი. ამირანი
ბ-ნი. ბესარიონი
ბ-ნი. კონსტანტინე
ბ-ნი. ნოდარი
ბ-ნი. ზურაბი
ბ-ნი. ვახტანგი

წარმოსახვით ოფისებში ისევ ებრძვიან

ოთოს
თემოს
ამიკოს
ბესის
კოკის
ნოდკას
ზურის
ვატოს


და პარალელურ სივრცეში

ქალბატონები - დარეჯანი
თამრიკო
მარინა
ქეთევანი
ლია
ნათია
თინათინი


ყავაზე დესერტად ჭორაობენ სამზარეულო ოთახში

დაიზე
თამკაზე
მარიშკაზე
ქეთკაზე
ლეკაზე
ნათკაზე
თიკჩოზე



მუსამპა


2008

Thursday 17 January 2008

HTML

გელა ნელა

Georgian Trash Poetry


ლექსი თქმული საახალწლო ნაძვის ხის გარშემო #22 ბაღსა ზედა

იმ დღეს ძლიერ ციოდა
გელამ ყლუპა კომპოტი
გლდანში ისევ ბნელოდა
გავასვენეთ კომფორტი

გელა სხარტი ბიჭია
უყვარს კაი პონტები
გელად ყოფნა ნიჭია
უნდა გეცვას ფლოსტები

გელამ პირზე თამამად
ცივი წყალი შეისხა
და სარკის წინ ამაყად
შარვლის ღილი შეიხსნა

გელა უკვე ჩაის სვამს
საათზე იყურება
გელას ცოლი კითხვას სვამს
რადიოც იტყუება

გელამ პალტო მოიცვა
ათი ლარი დააგდო
ძველი ტუფლი ჩაიცვა
თავი გარეთ გააგდო

გელა უკვე გზაშია
ახმეტელის მეტროში
არწყურია არშია
ჩვენ ნახევარსფეროში

გელა რუსთაველზეა
შეისუნთქა ქალაქი
ყველაფერი რიგზეა
ქალი მოდის რა ქალი

ქალის მკერდის ზომებმა
გელას მზერა დაჩრდილა
მისი თვალის გუგებმა
ეს რა ნახეს ამ დილა

გელამ სამივე თვალი
ქალის სხეულს მიაპყრო
ყვერის ორი კაკალი
ბინძურ ფიქრებს მიანდო

ამ დროს შავმა ღრუბლებმა
ქალაქს შემოუარა
ოპელ ვექტრას ბორბლებმა
გელას გადაუარა

ასე იღუპებოან
ქალის ცქერით გელები
ისე იღუნებიან
როგორც ზამთრის გველები.

მუსამპა

2008

Wednesday 16 January 2008

ქონება

ჩემი . . .
ჩემი ანგარიში
ჩემი ასაკი
ჩემი ბატინკი
ჩემი ბლოგი
ჩემი ბავშვობა
ჩემი ბიძაშვილი
ჩემი გეგმა
ჩემი Gwladys
ჩემი გრძნობა
ჩემი გაქცევა
ჩემი დიქცია
ჩემი და
ჩემი დეპუტატი
ჩემი დედა vs დედაჩემი
ჩემი ეიფორია
ჩემი ეგზისტენცია
ჩემი ვალდებულება
ჩემი ზეიმი
ჩემი ზურგჩანთა
ჩემი თმა
ჩემი თქვენი
ჩემი თანხმობა
ჩემი იდეა
ჩემი ID
ჩემი იუმორი
ჩემი ისტორია
ჩემი ირონია
ჩემი კურსი
ჩემი კურტკა
ჩემი კაშნე
ჩემი კარადა
ჩემი კოლექცია
ჩემი კაი
ჩემი კლასელი
ჩემი ლანდი
ჩემი ლექტორი
ჩემი მაქსიმუმი
ჩემი მოგზაურობა
ჩემი მაგიდა
ჩემი MP3 player
ჩემი mail
ჩემი მარშუტკა
ჩემი მორალი
ჩემი მეგობარი
ჩემი მტერი
ჩემი ნერწყვი
ჩემი ნაწერი
ჩემი ნომერი
ჩემი ორგანზაცია
ჩემი ოთახი
ჩემი პოლიკლინიკა
ჩემი პორტრეტი
ჩემი PC
ჩემი პულოვერი
ჩემი პასტა
ჩემი პენისი
ჩემი ჟან-პოლ გოტიე
ჩემი ჟრუანტელი
ჩემი რადიო
ჩემი სოფელი
ჩემი Space
ჩემი სპერმა
ჩემი საროჩკა
ჩემი სილუეტი
ჩემი Sagem
ჩემი სიმაღლე
ჩემი სიტყვა
ჩემი სკამი
ჩემი ტვინი
ჩემი ტანი
ჩემი უჩემობა
ჩემი უნიტაზი
ჩემი ფეხები
ჩემი ფლოსტები
ჩემი ფული
ჩემი ქუჩა
ჩემი ღვიძლი
ჩემი ღიმილი
ჩემი ყველაფერი
ჩემი შენ
ჩემი შარვალი
ჩემი შანსი
ჩემი ჩემი
ჩემი ცრურწმენა
ჩემი ძარღვი
ჩემი წონა
ჩემი წრე
ჩემი ჭიქა
ჩემი ჭია
ჩემი ხმა
ჩემი ხელმოწერა
ჩემი ჯერი
ჩემი ჯინსი
ჩემი ჰალუცინაცია
ჩემი ჰოროსკოპი
ჩემიანები




მუსამპა

2008