რომანტიული სოციალიზმი - ყველაფერი უფასოდ შეყვარებული წყვილებისათვის . . . . . . . . . . . შეიძინეთ ევროპრეზერვარტივი 'NATO' - კოლექტიური თავდაცვის საშუალება . . . . . . . . . იპოთეკურად ისესხე კრეატიული იდეები. . . . . . . . ბლოგი ღიაა 24/7 (c) მუსამპა . . . . www.mu3pa.ge

Wednesday 13 February 2008

სინTaxi და მორფიOlogy

ზე ზე ზე ზე ზე ზე
განუსაზღვრელი არტიკლები თავს იფასებენ
+
ბე ბე ბე ბე ბე ბე
თურმე ბავშვებიც წინასწარ იყიდებიან
+
ხა ხა ხა ხა ხა ხა
ჯვარედინად გადაიხარებს სამფერი მეძავი
+
UN UN UN UN UN UN
ნუთუ მიიღეს სიცოცხლის რეზოლუცია?
+
კი კი კი კი კი კი
მეთანხმებიან გაუაზრებლად
+
სუ სუ სუ ჩუ ჩუ ჩუ
პერიოდულად ჩუმდება ქალაქის მეოთხედი ნაწილი
+
+- +- +- +- +- +-
სადაც მაკლდება, იქ მემატება
+
ლა ლა ლა ლა ლა ლა
რიტმულად მოძრაობენ ფანტაზიები
+
ნა ნა ნა ნა ნა ნა
მძღოლებსაც უყვართ გონებაში წაღიღინება
+
12 12 12 12 12 12
თითქმის ვეღარ ვცნობ რიცხვით გამოსახულებებს
+
ფუ ფუ ფუ ფუ ფუ ფუ
მოძრაობის ხარისხს დამიწუნებს მყიდველი
+
და და და და და და
მსოფლიო ომებს გლოვობენ დადაისტები
+
ტუ ტუ ტუ ტუ ტუ ტუ
ყველა სასიცოცხლო ქსელი გათიშულია
+
NO NO NO NO NO NO
ელექტრო ბზრიალაზე ვამბობ უარს
=
ჰა ჰა ჰა ჰა ჰა ჰა
გამომართვი ეს ყველაფერი

3 comments:

kid said...

:-)

საინტერესო ბლოგია :up:


ჩაგამატე ჩმეს ბლოგროლში :–)

http://kidblog.wordpress.com

მუსამპა/Musampa said...

zalian kargi

Tqvenc chamatebuli xart chems blogrolshi

Anonymous said...

sad sad sad sad sad sad sad sad


saad daikarge bijo :))

magari rame gamogsvlia :)