რომანტიული სოციალიზმი - ყველაფერი უფასოდ შეყვარებული წყვილებისათვის . . . . . . . . . . . შეიძინეთ ევროპრეზერვარტივი 'NATO' - კოლექტიური თავდაცვის საშუალება . . . . . . . . . იპოთეკურად ისესხე კრეატიული იდეები. . . . . . . . ბლოგი ღიაა 24/7 (c) მუსამპა . . . . www.mu3pa.ge

Friday, 2 May 2008

mu3pa@yahoo.com

დღეს იბადება ილუზია ეგოცენტრიზმის
მან დაინახა მოფარფათე ამპრტავნება
დამაწვეთეთ
წაგებული ომის ბოღმა,
ვინდოუსის ფაილებში დაკარგული სიცოცხლის გრძნობა
არ დაიგინო
ტრანს-ფორმაცია

შინაგანი გაუგებრობა
პროდედამიწური მოძრაობა "მე ყველაფერი მკიდია"
გაღიმება დაძრული მატარებლიდან ნანტის სადგურში
ეს ყველაფერი მახსოვს,

პროვინციული გამოხედვა
აბუზული ჩიტები ნელთბილი ქვეყნებისათვის ვიზის მოლოდიში
ჭიკჭიკს უმატებენ,
საღამო მშვიდობისა პატივცემულო ტელეღრუბლებო
ეთერშია მორიგი ეკრანიზებული დეზინფორმაცია
რეკლამა მოგვისწრებს ბიზნეს მასტურბაცის სახით
კანალიზაცია არ დაანგრიოთ, ის აუცილებლად დაგვჭირდება

მუsympa

ნანტი – რედონი
მატარებელი კამპერის მიმართულებით
13.04.2007

1 comment:

Anonymous said...

ese igi

velodebit Edinburg-art qmnilebebs :)

ketili mgzavroba jigar!

mogvenatrebi chven da loesjes :)