რომანტიული სოციალიზმი - ყველაფერი უფასოდ შეყვარებული წყვილებისათვის . . . . . . . . . . . შეიძინეთ ევროპრეზერვარტივი 'NATO' - კოლექტიური თავდაცვის საშუალება . . . . . . . . . იპოთეკურად ისესხე კრეატიული იდეები. . . . . . . . ბლოგი ღიაა 24/7 (c) მუსამპა . . . . www.mu3pa.ge

Tuesday 11 December 2007

Z-ანტი


რაერთხელ გამაფრთხილეს რომ არასოდეს მიმებაძა ღმერთისათვის და მებრძოლა გადაინსტალირებული თაობის ანტიკონსტიტუციურ-პარანოიდული გამოხტომების ჩასახვისათვის მედია ელექტროდების გავლით. თითოეული საკანალიზაციო ჭის თავსახურს ჩვენს გარდა არავინ ამოაკრავს კულტურულ ტროტილს ჭაობისპირა გადაკუზულ ღამის ქალაქში, რომელსაც დაუნდობლად ჟიმავენ მოსაზღვრე სოფლები დილის ჰიპერქაოტურ ავტოსტრადების გადაკვეთის წერტილებში. ამასობაში ბოლო საერთაშორისო არაფორმალურ-გაუფილტრავ ინფორმაციით, პრეზერვატივგადარჩენილთა მსოფლიო ასოციაციის მინუს მეექვსე ყრილობაზე მაინც მიიღეს ნაგულისხმევი მანიფესტი და ანტისოციალური დეკლარაცია მთავარი გზავნილითურთ : რომ ჩვენ ხვალიდან ყოველთვის შიდა მხარეს გავაღებთ ფანჯარას და გავგრილდებით არშემდგარი თავკომბალა დედაქალაქის ფურთხის შადრევანების საშუალებით.

ვატყუებთ ძროხას, რომელსაც რძის გამორჩენის მიზნით თივას მივუყრით, ვატყუბთ ღორს რომელსაც მხოლოდ იმიტომ ვაჭმევთ რომ თავად შევჭამოთ, ვატყუბთ ქათამს კვერცხის მოტივებით და ვატყუებთ საკუთარ თავს როდესაც ვმასურბირებთ ან როცა ვბრძენდებით ყოველდღიურობის შესახვევებში თუ ტელეკამერების წინ. და მაინც, ვინ არიან რეჟიმის დამჯერი ბიჭები ? რომლებიც მარცხნიდან მარჯვნივ ივარცხნიან თმებს და ამ ფრაზების წერისას კედლისკენ გადაბრუნებულს სძინავთ ცოლის ძუძუებიდან 60 გდადუსით დახრილებს. ისინიც ოცნებობენ იქცნენ ბოსებად და დაეუფლონ კარიერისტული პროსტიტუციის ჯერ არ გამხელილ და ცხრაასოთხმოცდაცრამეტჯერ გამოქვეყნებულ გააფდეითებულ საიდუმლოს, ისე როგორ ერთი ჩემი მეგობარი ხრუსტალის ჭიქა ბოკალად გადაქცევას ოცნებობდა, ნატრობდა და ერთ დღესაც მორიგი ღრეობის შემდგომ ნახმარმა მეტლახის იატაკზე განუტევა სული.

პარალელურ რეჟიმში რადიოს AM სიხშირეზე მობინადრე პესიმესტები გვატყობინებენ რომ ეროვნული, რელიგიური, რასობრივი, ფილოსოფიური თუ იდეოლოგიური კუთვნილება მხოლოდ მითად ქცეულა ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის აივნის გადმოსახედიდან და ეს ინფორმაციაც თეთრ საინფორმაციო უნიტაზებს ჩაურეცხავთ და დღემდე თავდახრილები მიერეკებიან ატლანტიის ოკეანის ფქკერზე გამავალ ბოჭკოვან ქსელების გავლით Outland-საკენ. არშეჭმული კარაქიანი პურების და ტოსტერში ჩარჩენილი ინფორმაციულ ერას ვეღარ აჩერებს ანტიკონსტიტუციურ-პარანოიდული გამოხტომების ურყევი სურვილი და რელიგიაც დაემსგავსა არტიფიციალური ღმერთების არაჯანსაღი კონრურენციით ნაკარნახევ ვირტუალ რბოლას და გაეროს მოძველებული სისტემაც მოითხოვს საერთაოშორიო ოპტიმიზმის კომიტეტის დამატებას ჰუმანურ ძალთა კოსმიურ თვითრეალიზაციისავის.

პირველი ბრენიშტორმინგი დამთავრდა და კონკრეტული სამოქმედო შედეგებიც დაიდო:
იდეების ლომბარდების გახსნა ახალგაზრდებისათვის ქალაქის ყველა შუქნიშანთან და სასწრაფოდ ახალგაზრდების ღამის ქალაქიდან ევაკუაცია რადგან კულტურ
ლი ტროტილის ნაცვლად ისევ ნამდვილი შემოგვაპარეს.

მაცხნისაააკენ ! ნაბიჯით იარ.

დეკემბერი 2007

მუსამპა

No comments: