რომანტიული სოციალიზმი - ყველაფერი უფასოდ შეყვარებული წყვილებისათვის . . . . . . . . . . . შეიძინეთ ევროპრეზერვარტივი 'NATO' - კოლექტიური თავდაცვის საშუალება . . . . . . . . . იპოთეკურად ისესხე კრეატიული იდეები. . . . . . . . ბლოგი ღიაა 24/7 (c) მუსამპა . . . . www.mu3pa.ge

Thursday, 17 January 2008

გელა ნელა

Georgian Trash Poetry


ლექსი თქმული საახალწლო ნაძვის ხის გარშემო #22 ბაღსა ზედა

იმ დღეს ძლიერ ციოდა
გელამ ყლუპა კომპოტი
გლდანში ისევ ბნელოდა
გავასვენეთ კომფორტი

გელა სხარტი ბიჭია
უყვარს კაი პონტები
გელად ყოფნა ნიჭია
უნდა გეცვას ფლოსტები

გელამ პირზე თამამად
ცივი წყალი შეისხა
და სარკის წინ ამაყად
შარვლის ღილი შეიხსნა

გელა უკვე ჩაის სვამს
საათზე იყურება
გელას ცოლი კითხვას სვამს
რადიოც იტყუება

გელამ პალტო მოიცვა
ათი ლარი დააგდო
ძველი ტუფლი ჩაიცვა
თავი გარეთ გააგდო

გელა უკვე გზაშია
ახმეტელის მეტროში
არწყურია არშია
ჩვენ ნახევარსფეროში

გელა რუსთაველზეა
შეისუნთქა ქალაქი
ყველაფერი რიგზეა
ქალი მოდის რა ქალი

ქალის მკერდის ზომებმა
გელას მზერა დაჩრდილა
მისი თვალის გუგებმა
ეს რა ნახეს ამ დილა

გელამ სამივე თვალი
ქალის სხეულს მიაპყრო
ყვერის ორი კაკალი
ბინძურ ფიქრებს მიანდო

ამ დროს შავმა ღრუბლებმა
ქალაქს შემოუარა
ოპელ ვექტრას ბორბლებმა
გელას გადაუარა

ასე იღუპებოან
ქალის ცქერით გელები
ისე იღუნებიან
როგორც ზამთრის გველები.

მუსამპა

2008

1 comment:

Anonymous said...

nichieroooooo:D:D:D:D:D sascaul:D