რომანტიული სოციალიზმი - ყველაფერი უფასოდ შეყვარებული წყვილებისათვის . . . . . . . . . . . შეიძინეთ ევროპრეზერვარტივი 'NATO' - კოლექტიური თავდაცვის საშუალება . . . . . . . . . იპოთეკურად ისესხე კრეატიული იდეები. . . . . . . . ბლოგი ღიაა 24/7 (c) მუსამპა . . . . www.mu3pa.ge

Thursday, 31 January 2008

Indy ვიდები

0%

ადამიანი
-
უფრო ადამიანი
-
უფროზე უფრო ადამიანი
-
ადამიანი
-
უფერო ადამიანი
-
უფეროზე უფრო უფერო ადამიანი
-
ადამიანი
-
უფრთო ადამიანი
-
უფრთოზე უფრო უფრთო ადამიანი
-
ადამიანი



0.1%

1. თქვენ ჯერ არ დაბადებულხართ, რას მოიმექმედებთ რომ დაიბადოთ?

ა)ქალაქის ცენტრალურ მოედანზე დავწვავ ყველა პრეზერვატივს;
ბ)დედას წინასწარ დავურეკავ რომ მამასთან იქონიოს აქტიური სექსი;
გ) კლონირება სავსებით ნორმალურ მოვლენად მიმაჩნია;
დ) მე უკვე დავიბადე ანუ ამ ყველაფერს ვკითხულობ.

2.თქვენ ყურების ადგილას დინამიკები გამოგეზარდათ, ანუ?

ა)აქტიურად გავაგრძელებ უბნის რადიოს მოსმენას;
ბ)ყოველ დილით დავიჭრი ხახვს ყურებზე რომ ძალიან არ გაიზარდნონ;
გ) ჩავიხედავ სარკეში რომ დავრწმუნდე, ერთი წამით სარკე აქვეა!
დ) ზრდილობიანად გავიღიმებ.

3.თქვენს მილიონიან ქალაქში მარტო დარჩით ანუ ყველანი წავიდნენ, თქვენ?

ა)სულ სულ ყველა?
ბ)წავალ უახლოეს შოკოლადის ქარხანაში და გავძღები შოკოლადით;
გ) იმ კაბას/შარვალს მოვიპარავ მაღაზიიდან ყოველთვის რომ ვიტრინიდან მიყურებს;
დ) თმებს გადავიპარსავ.

4 თქვენც?

ა)ნუ მე არა მაგრამ ხო იცი ხდება ხოლმე;
ბ)ნუ რათქმა უნდა მე;
გ) როგორ? კითხვა გამიმეორეთ;
დ) არა რას ამბობ, არც გაიფიქრო.

5. თქვენ ტოსტერში პურის ნაჭრების მაგივრად აწყობთ ოცნებებს რატომ?

ა)უკვე 7 წელია კარაქიან ოცნებებს ვჭამ ჩაიზე;
ბ)ცივ ოცნებას რა თქმა უნდა ცხელი სჯობია;
გ) მიყვარს;
დ) მხოლოდ იმიტომ რომ თქვენც იგივეს აკეთებთ.

6. რას ფიქრობთ როდესაც შიშველი დგახართ შხაპის ქვეშ?

ა)სიმღერაზე რომელიც უბნის შიშინა რადიოლაში ისმის ხოლმე;
ბ)მასზე;
გ) ვინ მომაწოდებს პირსახოცს?
დ) რომ მთელი მსოფლიო ამ ყველაფერს ონლაინ რეჯიმში ხედავდეს.

7.ასაკან ერთად გემატებათ?

ა)ხელფასი/გონება;
ბ)როგორც ყველას ისე მე;
გ) სტრესი;
დ) მე ინდივიდი ვარ.



0.2%

მსოფლიო ვალუტის კურსი დღეისათვის

1 ადამიანი = 1 გირვანქა სტერლინი
1 ადამიანი = 1 ევრო
1 ადამიანი = 1 ამერიკული დოლარი
1 ადამიანი = 1 რუსული რუბლი
1 ადამიანი = 1 ალჟირული დინარი
1 ადამიანი = 1 არგენტინული პესო
1 ადამიანი = 1 ავსტრალიური დოლარი




მუსამპა

2008

2 comments:

Anonymous said...

1 ადამიანი უკვე იყავი

ახლა გაიზარდე 1 ამდენჯერ

მაგრამ, არც იფიქრო, 2 ადამიანი არ ხარ ჯერ

იმიტომ რომ

1X1=1

:)

Jenny said...

vax im testis Sevseba minda da ar gamodis

ratom chatvala levanma rom geometriuli progresiit izrdeba adamiani :spy: