Sunday, 30 December 2007
La Place
ვი, ვი
დილა-საღამოს, უქმე დღეების გარდა . . .
Allo Lola, c'est encore moi
Cherchez la femme
oui, je suis
just blind poem
je vais et je viens entre tes reins
moi, je suis égoïste
შანზელიზე - ჩემი ტრაკი ლიზე !
შენ! მოდიხარ არჩევნებზე?
Anti Sarko
Petit nicolas et ségolène
je suis triste . . . blah
ღატო მეღე?
je je je je et toi toi
არ მესროლო ილია ვარ !
Les Miserables
A4 ფურცელზე წერდნენ:
ალექსა ჩიღვინაძე
ხვიარა
მუსამპა
შოთა I იათაშვილი
შოთა II გაგარინი
Mademoiselle « Ursuna »
უცნობი გოგო ??
30.12.2007
წინამძღრიშვილის 69, "ადგილი"
Thursday, 20 December 2007
Wednesday, 12 December 2007
პროაზული თეორია (Cyber Literature)
პროაზია
არც პოეზია,
არც პროზა,
არც აზია
და არც ცალკე აღებული Pro = Progressive
არამედ: სიტყვადქმნილი – პროაზია
ან = UNder ერთად აღებული ყველაფერი.
ა) რა არის ან არ არის პროაზია?
პროაზია ეს არის თვისობრივად ახალი ან უკვე პენსიონერი კლავიატურისკაკუნ-სიტყვითი მინდინარეობა სადაც ერთმანეთში ჩაზრდილი სიტყვები არაფერს ან ყველაფერს ამბობენ, ისინი უბრალოდ არსებობენ დროით, სივრცით და აღაქმით გარემოებებში და კონმბინაციური ფრაზები სუიციდის ხელოვნებას ეუფლებიან, პროაზია არასოდეს იწერება ფურცელზე, ის აუცილებლად უნდა იკრიბებოდეს Word-ის ან სხვა ტექსტური უზრუნველყოფის კომპიუტერულ პროგრამაში და უნდა ილექებოდეს World Wide Web ქვეგანყოფილებებში. თუ თქვენ ჯერ არ გაქვს კომპიუტერი ნუ დაღონდებით, შენ შეგიძლია გამოიყენო ტელეფონის სმს-ფორმატი ან ჯიბის ორგანაიზერი.
პროაზიას აქვს მკაცრი დროითი შობადობა ანუ ის აუცილბლად უნდა დაიწეროს ღამის 12 დან დილით 6 საათამდე რადგან პროაზული ნაწარმოებები დღის სინათლეზე კვდებიან ან უსაბნოდ იძინებენ ანუ პროაზია მხოლოდ ახალი დღის პირველ მეოთხედის განმავლობში შეიძლება გაციფრულდეს. აუცილებლად უნდა დაიწეროს ნაწარმოების წერის დაწყების და დასრულებს დრო ნაწარმოების თავში ან სხვა ნაწილში, რაც პირდაპირ მიუთითებს მის დროითი კრიტერიუმების დაკმაყოფილების ან არ დაკმაყოფილების ფაქტს. პროაზული ნაწარმოების შექმნის ინსტრუმენტები შეიცავენ საათს ანუ დროით კონროლს და თქვენ მხოლოდ მასზე დახედვა დაგრჩენიათ რომ წერა დაიწყოთ, თუ მუშაობა რამდენიმე დღე გრძელდება თქვენ წყვეტთ წერას და აგრძელებთ მომავალი დღის 00:00 საათიდან ან არ აგრძელებთ და დაუსრულებელი ტოვებთ მას. პროაზია მისწრებაა ღამურებისათვის და მათთვის ვისთვის ღამის უძილობა საუკუნეობრივს დაბრკოლებად ქცეულა ან თუ უბრალოდ ღამის მორიგე თუ დიდი კომპანიის დაცვის თანამშრომელი ხარ.
პროაზული ნაწარმოები შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი ასო ან სამი თანხმოვნის ან მარცვლის ქიმიური ნაერთი ან სულაც 23 გვედრიანი დაბალი ტემბრის კვლევითი ჩანახატი. ფიბულა, სიუჟეტი, შინაარსი მეორე ან მესამე ხარისხოვანია, მაგრამ მას უნდა ახასიათებდეს არჩევითი სტილი ანუ ეს უნდა იყოს შემოთავაზებითი წყობა ხშირად გამოყენებული “ან” ნაწილაკით ანუ ორ (ანORdinary) ან ou და ა.შ. ისევე როგორც ეს ამ წინადადებებშია გამოყენებული; პროაზაიული ნაწარმოები არჩევანს უტოვებს მკითხველს ან ნაწილაკის გამოყენებით რაც ამ მიმდინარეობის ლიბერალიზმზე მიუთითებს., მაგრამ ხშირმა “ან-ან”-მა შეიძლება ანანიზმთან მიგვიყვანოს, თუმცა ეს ნუ შეგაშინებთ. პროაზიული სტილი მაქსიმალურად გახსნილია ან არ არის გახსნილი და ის უშვებს რამდენიმე ენის ან დიალექტიც შერწყმით ნაწარმოებების ლეგალიზაციას თავის რიგებში. მთავარია ასეა თუ ის შრიფტი (Script) გქონდეთ პროგრამული უზერუნველყოფის მენიუში and let's go to express yourself . ამასთანავე ამოტივტივდა ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი რომ დაუშვებელია პროაზული ნაწარმოების თარგმნა ან ინტერპრეტაცია. ისე რჩება ორიგინალად დროსა და სივრცეში ან ინარჩუნს თვითმყოფადობას და კომპლექტში მოჰყვება საავტორო უფლებები, თუმცა დაუშვებელია პროაზიული ნამუშევრის კომერციული გაყიდვა, ის საჩუქარია.
b) პროაზა, პროაზი ან პროაზუ
თუ შენ შეტოპე პროაზიის უძილო შრეებში შენ კარგავ წარმოსახვით სტატუს რომ ხარ: პოეტი, მწერალი, პუბლიცისტი, კოლუმნისტი, პროზაიკოსი, მოყვარული თუ მოხალისე მჯღაბნელი, შენ უბრალოდ ხარ პროაზა, პროაზი ან პროაზუ.
პროაზი – ეს არის straight მამრობითი სქესის პროაზული სტილის მიმდევარი ანუ იგი იცავს პროაზულ წესებს და საკუთარ თავს აკუთნებს მამრობით სქესს ან სხვებისათვის იგი აღქმადია როგორც მამრობითი სქესის არსება.
პროაზა – ეს არის straight მდედრობითი სქესის პროაზული სტილის მიმდევარი ანუ იგი იცავს პროაზულ წესებს და საკუთარ თავს აკუთნებს მდედრობით სქესს ან სხვებისათვის იგი აღქმადია როგორც მდედრობითი სქესის არსება.
პროაზუ – ეს არის არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე (ბი, გეი, ტრავესტი და ა.შ.) პროაზული სტილის მიმდევარი ანუ იგი იცავს პროაზულ წესებს და არ აკუთვნებს საკუთარ თავს straight მდედრობით ან straight მამრობით ჯგუფებს.
პროაზა, პროაზი ან პროაზუ პროეზულ პროექტზე მუშაობისას შეიძლება იმყოფებოდნენ ალკოჰოლური, გამაგრილებელი, ოფლმდენი, დამამშიდებელი, ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ნივთიერებების გავლენის ქვეშ ან პოსტორგაზმული განცდების ინფლუენცეს განიცდინდნენ. ეს უკვე თქვენი ფანტაზიის ან უფანტაზიობის შინაგანი ნაწილია and let's go.
c) Additional
პროაზია დრომ ან ტექნოკრატია მოიტანა და მას ვერსად გავექცევით ან გავექცევით და ის დაგვეწევა გულში ჩაგვიკრავს ან სილას გაგვაწნავს და გვეტყვის: პროაზა, პროაზი ან პროაზუ ნუ გამირბიხარ როგორც დასაკლავად გამზადებულ წიწილა ან ჩასახუტებლად გამზადებული დრო. გაუგზავნე ეს ტექსტი შენს მეგობარს ან მასწავლებელს მაგრამ არ გაბედო მისი თარგმნა, ამობეჭდვა ან ინტერპრეტაცია. ესე იყო ეგ ამბავი. ჩვენ აუცილებლად ვიმსჯელებთ, ვიცინებთ, ვიზასავებთ ამ ყველაფერზე მოამვალში ან საბოლოოდ დავივიწყებთ მას.
შენიშვნა: ესეც პირველი პროაზული ნაწარმოები ან მე პირველი პროაზი ან ორივე ერთად.
დრო: 04.17
-----------------------
Tuesday, 11 December 2007
Z-ანტი
არაერთხელ გამაფრთხილეს რომ არასოდეს მიმებაძა ღმერთისათვის და მებრძოლა გადაინსტალირებული თაობის ანტიკონსტიტუციურ-პარანოიდული გამოხტომების ჩასახვისათვის მედია ელექტროდების გავლით. თითოეული საკანალიზაციო ჭის თავსახურს ჩვენს გარდა არავინ ამოაკრავს კულტურულ ტროტილს ჭაობისპირა გადაკუზულ ღამის ქალაქში, რომელსაც დაუნდობლად ჟიმავენ მოსაზღვრე სოფლები დილის ჰიპერქაოტურ ავტოსტრადების გადაკვეთის წერტილებში. ამასობაში ბოლო საერთაშორისო არაფორმალურ-გაუფილტრავი ინფორმაციით, პრეზერვატივგადარჩენილთა მსოფლიო ასოციაციის მინუს მეექვსე ყრილობაზე მაინც მიიღეს ნაგულისხმევი მანიფესტი და ანტისოციალური დეკლარაცია მთავარი გზავნილითურთ : რომ ჩვენ ხვალიდან ყოველთვის შიდა მხარეს გავაღებთ ფანჯარას და გავგრილდებით არშემდგარი თავკომბალა დედაქალაქის ფურთხის შადრევანების საშუალებით.
ვატყუებთ ძროხას, რომელსაც რძის გამორჩენის მიზნით თივას მივუყრით, ვატყუბთ ღორს რომელსაც მხოლოდ იმიტომ ვაჭმევთ რომ თავად შევჭამოთ, ვატყუბთ ქათამს კვერცხის მოტივებით და ვატყუებთ საკუთარ თავს როდესაც ვმასურბირებთ ან როცა ვბრძენდებით ყოველდღიურობის შესახვევებში თუ ტელეკამერების წინ. და მაინც, ვინ არიან რეჟიმის დამჯერი ბიჭები ? რომლებიც მარცხნიდან მარჯვნივ ივარცხნიან თმებს და ამ ფრაზების წერისას კედლისკენ გადაბრუნებულს სძინავთ ცოლის ძუძუებიდან 60 გდადუსით დახრილებს. ისინიც ოცნებობენ იქცნენ ბოსებად და დაეუფლონ კარიერისტული პროსტიტუციის ჯერ არ გამხელილ და ცხრაასოთხმოცდაცრამეტჯერ გამოქვეყნებულ გააფდეითებულ საიდუმლოს, ისე როგორ ერთი ჩემი მეგობარი ხრუსტალის ჭიქა ბოკალად გადაქცევას ოცნებობდა, ნატრობდა და ერთ დღესაც მორიგი ღრეობის შემდგომ ნახმარმა მეტლახის იატაკზე განუტევა სული.
პარალელურ რეჟიმში რადიოს AM სიხშირეზე მობინადრე პესიმესტები გვატყობინებენ რომ ეროვნული, რელიგიური, რასობრივი, ფილოსოფიური თუ იდეოლოგიური კუთვნილება მხოლოდ მითად ქცეულა ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის აივნის გადმოსახედიდან და ეს ინფორმაციაც თეთრ საინფორმაციო უნიტაზებს ჩაურეცხავთ და დღემდე თავდახრილები მიერეკებიან ატლანტიის ოკეანის ფქკერზე გამავალ ბოჭკოვან ქსელების გავლით Outland-საკენ. არშეჭმული კარაქიანი პურების და ტოსტერში ჩარჩენილი ინფორმაციულ ერას ვეღარ აჩერებს ანტიკონსტიტუციურ-პარანოიდული გამოხტომების ურყევი სურვილი და რელიგიაც დაემსგავსა არტიფიციალური ღმერთების არაჯანსაღი კონრურენციით ნაკარნახევ ვირტუალ რბოლას და გაეროს მოძველებული სისტემაც მოითხოვს საერთაოშორიო ოპტიმიზმის კომიტეტის დამატებას ჰუმანურ ძალთა კოსმიურ თვითრეალიზაციისავის.
პირველი ბრენიშტორმინგი დამთავრდა და კონკრეტული სამოქმედო შედეგებიც დაიდო:
იდეების ლომბარდების გახსნა ახალგაზრდებისათვის ქალაქის ყველა შუქნიშანთან და სასწრაფოდ ახალგაზრდების ღამის ქალაქიდან ევაკუაცია რადგან კულტურული ტროტილის ნაცვლად ისევ ნამდვილი შემოგვაპარეს.
მაცხნისაააკენ ! ნაბიჯით იარ.
დეკემბერი 2007
მუსამპა
Tuesday, 4 December 2007
ინტელექტუალური მასტურბაცია
საკუთარი შეხედულებების ფორმაციის განცდა ყოველ საღამოს მეუფლებოდა, მჯეროდა დაუწერელი ლექსის რომელიც პერიოდულად ჩემში ეძებდა გონების მანკიერ მხარეს რათა ფურცელზე ჩემი გავლით გადმოსულიყო. მე ხომ ისევ საბავშვო ბაღში მშობლის მოლოდინში აცრემლებულ იმ პატარას ვგავარ სამყაროს შეცნობის სურვილით წლებს რომ ფანტავს.
ფორმულა რომელიც მილიონობით უცნობ სიდიდეს შეიცავს უკვე დიდი ხანია ჩემში ბუდობს, მიზანი საკუთარი თავის პოვნაა და ჯერ ისევ დამარცხებელი მარტივი ადამიანური განცდებით, რომლებიც ჩემი გრძნობების მანიპულირებით დროს მოერივნენ. ექსპერიმენტები და დაკვირვება განვლილი წუთების და წამების რომ ჩვენ ერთი საწყისით ვმოძრაობთ.
მატერიალურ კეთილდღეობა, სექსუალური ლტოლვა და ძალაუფლებისაკენ სწრაფვა, ნუთუ მართლა ეს ყველაფერი გვაძლევს ცხოვრების არსს და გვიბიძგებს რომ ვიმოქმედოდ? აქტიურად ან პასიურად, შეფარვით თუ ღიად, მოთმინებით თუ მოუთმენლად, ისე ან ასე. თითქოს ყველაფერი ცხადია მაგრამ როგორ? იქნებ ექიმთან მივსულიყავი მწვავე ფსიქოლოგიური სტრესის დასაძლევად, ან იქნებ უახლოეს ბიბლოთეკაში გავიარო რეგისტრაცია თუ ვიდეოთეკას მივაკითხო ყოველ საღამოს უახლესი ფილმებისათვის? იქნებ საერთოდ არ ვიფიქრო ამ ყველაფერზე.
ჩუმად საუბარს ხმამაღლა ფიქრი ვარჩიე და ჩემი ერთგული მეგობარი Notebook ACER Aspire 5610 კიდევ ერთხელ გადავტვირთე იმ იმედით რომ აუცილებლად დავიწყებდი საკუთარ თავთან მარტივი ხელშეკრულების დადებას ვორდ-ის ფაილის დახმარებით (File – ინგლისური სიტყვაა და საქაღალდეს ნიშნავს, თუმცა იგი უკვე სასაუბრო ქართულში მარტივად შემოიჭრა და დამკვიდრდა სწრაფი კომპიუტერიზაციის პირობებში). ჩემი თაობა უკვე ფურცელს ნაკლებად ეტანება, ფაილების ენით ვსაუბრობთ, ანუ უბრალოდ "ვორდ-ის თაობა" ვართ რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში დავიბადეთ, მაგრამ ადვილად შევეგუეთ თანამედროვე ცივილიზაციის ერთ-ერთ ბოლო გამოძახილს და ელექტრონული ფურცლების ენით ვსაუბრობთ. ხო, ერთი შეხედვით პრაქრიკულია არა? კედლებზე, ქვებზე, პაპირუსებზე წერა ისტორიის ფურცლებს დარჩა. ანუ თაობათა შორის არგუმენტაციის ფრაზა რომ დავისესხო : « ეხლა უკვე სხვა დროა. »
დღეს საღამოს გაჩერებაზე გადამწვარი ჭადრის ამაყ ფოთლებში დავინახე რომ მსოფლიო პატარა ბოზია რომელიც ნავთობით იკვებება. დრეზდენი, ბილეფილდი, ჰალე, ლაიფციგი, მანჰაიმი, ზიგენი, ისევ დრეზდენი, ნიურბერგი, ჰამბურგი, კოტბუსი, როსტოკი, მე ხომ ნიჭი აღმომაჩნდა რომ ამოვიცნო მანქანების წარმოშობის ქალაქი, ეს პატარა საქმე როდია, წარმოიდგენეთ რომ ქალაქის მთავარ ქუჩაზე უგანრიგოდ მოძრავ საზოგადოებრივ ტრანსპორტს ელოდები და ოცი მეტრის რადიუსით უამრავი ქალაქი შენში მზა რეცეპტად შემოდის და სამუდამოდ ილექება გონების გეოგრაფიულ წერტილებს აღქმის ბაზაში.
გუშინ საღამოს დავიწყე მილიონიდან ერთ-ერთი უცნობი სიდიდის პასუხის ძებნა ისე რომ ინტერნეტ რადიოს ვუსმენდი ქალაქიდან სადაც დავიბადე, შემიძლია ინტერნეტ მისამართიც მოგცეთ თუ დაგაინტერსებთ. პირველი კითხვა სამზარეულოდან გამოსული ჭიანჭველის სახით დავინახე « როგორ შეიძლება იყო წარმატებული ? » იმავე სამზარეულოდან გამოქცეულმა ტარაკანამ პასუხის სახით მზა რეცეპტი მომაწოდა : «საჭიროა იყო ენერგიული, აქტიური, პოპულარული, ქარიზმით აღვსავსე, ამბიციური, ჯიუტი, საკუთარ თავში დარწმუნებული და რევოლუციური გარდაქმნების ავტორი. გქონდეს კარგი იდეა, ნათელი ხედვა, გააზრებული სტრატეგია, მწყობრი სისტემები და ეძებო ადამიანები რომლებიც ამ ყველაფერს მოერგებიან » 32 სიტყვაში მსგავსი პასუხი არა თუ ტარაკანას ნებისიერ საშუალო ოფისის მენეჯერს გაუჭირდება. შეგიძლიათ თავად ჩაატაროთ ცდა და თქვენს ჰალსტუხიან წარმატებულ მეგობარს თავად მიმართოთ იდენტური შინაარსის კითხვით.
აუცილებლად სცადეთ, გაბედეთ და შედეგი მომწერეთ მეილზე: romanamail@yahoo.com
A+
2007.08.05
მუსამპა
გამოხატვის ახალგაზრდული თავისუფლება
Marxism is Dead, Exploitation lives
“უდიდესი საიდუმლო იმაში როდია ადამიანს ცუდი ჩვევები აქვს თუ კარგი, კარგად ლაპარაკობს თუ ცუდად, მთავარი ისაა არის თუ არა იგი ყოველ ადამიანთან ერთნაირ ურთიერთობაში ანუ იქცევა თუ არა იგი ისევე როგორც ზეცაში, სადაც ერთი სული ისეთი კარგია, როგორც მეორე.”
ბერნარდ შოუ “პიგმალიონი”
მოდერატორი: ვინ დაამსხვრევს პირველი დოგმებს?
ტრადიციული ქართული გაუბედაობა, ყველა გაისუსა, ერთმანეთს შესცქერიან, ქერათმიანი რომელიც სხვებისაგან მხოლოდ იმით გამოირჩეოდა რომ ქერა თვები აქვს, გატრუნულ ჯგუფს გამოეყო და დაიწყო:
ქერათმიანი: მე. (გაბედული შეძახილი)
ყოველგვარი შესავლის და მიკიბვ-მოკიბვის გარეშე დაიწყო:
ნუთუ ეს ყველაფერი რეალობაა? ნუთუ უნდა გავძღეთ და მერე გაგვახსენდეს მშიერი ხალხი? იქნებ საერთოდ არ გაგვახსენდეს და ისე დავიმარხოთ, ვგრძნობ რომ უბრალო ხალხი მიყვარს, მართლა საშინლად მიყვარს, ისინი ჩვეულებრივ ქუჩებში რომ მხვდებიან ანუ ის მასა რომელიც ჭუჭყიანი მეტროს ვაგონებით ყოველ დღე კილომეტრებს გადის და ამისთვის მათ ტელევიზიის ბინძური ეკრანზე არავინ გამოაჭენებს. .ანდერგრაუნდში უბრალო ხალხი ჩადის და მე თუ მკითხავ იქედან არც ამოვიდოდი, იაფი ძალა, ისინის ყველაზე ადრე ეჩვევიან მიწიქვეშა სამყაროს და იქნებ ერთ მშვენიერ ან არც ისე მშვენიერ დღეს შემთხვევით უბრალოდ ღორ ჩინოვნიკებს გადაეყაროთ, რომელთაც იდიოტური პიარ-შოუს გაკეთება გადაუწყვეტიათ.
და ზუსტად მაშინ, როცა მეტად ნაღვლიანი სახით, დათაფლული ენით, მოვალეობის მოხდის მიზნით შავოსანი მოხუცის ბედით დაინტერესდებოდა, (და სად არის ჩვენი პროტესტი?) დიდი სიამოვნებით შევაფურთხებდი ამ გაბერილ ტომარას სახეში, ალბათ ეს იქნებოდა გამოხატვის უდიდესი თავისუფლების რეალიზება, რომელსაც ასე ამაყად იცავს უამრავი ადამიანის უფლებათა კონვენცია თუ პაქტი, დაწყებული 1948 წლის საყოველთაო დეკლარაციით და დამთავრებული ეროვნული კონსტიტუციით, მაგრამ მე ხომ დაწერილი კანონები ერთ პიკანტურ ადგილზე მკიდია, რადგან ჩემი შინაგანი კონსტიტუცია მაქვს, რომელიც ჩემთვის კატეგორიული იმპერატივია.
არ ცდებით!!! ფურთხი, გაბერილი ჩინოვნიკ-პოლიტიკოსის სახეზე არ იქნებოდა გარეგანი ან მხეცური თავისუფლების ლოგიკური შედეგი ან სამოქალაქო აქტივობის უზნეო ტრანსფორმაცია რატომ? იმიტომ რომ, ეს თესლი ბიუროკრატი ჩვეულებრივ სიტუაციაში მეტროს სადგურში არასოდეს მოიცდის, წარმოიდგინეთ მისთვის ეს რა დამამცირებელი იქნება, ალბათ ფიქრობთ რომ სოციალიზმის პირველ ფაზას ვავითარებ, რომელიც მარაზმში ან კიდევ მარქსიზმში გადაიზრდება, ან იქნებ ეგზისტენციალიზმის უხეირო მიმდევარი ვარ? არა უბრალოდ სიმართლის პროლიფერაცია ყველას უჭირს და ამიტომაც გამოხატვის და სიტყვის აღვირახსნილი თავისუფლებით არავინ სარგებლობს, რატომ? გვეშინია ეს ჩვენი განხორციელებული სრული თავისუფლება ცხოვრების გზაზე ბარიკადად არ გვექცეს, და ამ ღორი ჩინოვნიკის ძმამ მზაკვრული ჩანაფიქრი არ გაგიჩალიჩოს, გვეშინია ყვლაფრის და ეს რელიგია, ადათი და საშინელი კანონები ხომ საერთოდ ბოლოს გვიღებს.
მე მიყვარს მეტროს ყველა გაცრეცილი სადგური, იმიტომ რომ იქ ღორებს ვერ ვხედავ. სად გადის ვერტიკალური ზღვარი ანდერგრაუნდსა და ფერმას შორის? ალბათ იქ როდესაც მეტროს კონტროლის ავტომატში “ჟეტონს” ჩააგდებ ან კიდევ, როცა ამა თუ იმ სამინისტროს საშვთა ბიუროში შენს კორდინატებს ჩაინიშნავენ და კიბის პირველ საფეხურს გაცვეთილი ფეხსაცმლის ძირით შეეხები, ქუჩები ნეიტრალური ზონაა. ვითომ?
რატომ ვართ მანკიერი ღორების ხელში? იქნებ ეს შეკითხვა სარკაზმითაა გაჟღენთილი? რატომ გვაბოლებებენ ღორთა შიკრიკები? რომლებიც საკუთარ თავს საზოგადოების წარმომადგენლებს უწოდებენ, იგივე პიარ-შოუებს დგამენ და პირადად ჩემი სახელით ისე ბაზრობენ რომ გეგონება ჩემი უფლების დელეგირება ექსკლუზიურად გავუკეთე! ჰო ეს ე.წ. ელიტა სულ დამავიწყდა, რომელიც ყველგან და ყოველთვის პირფერია, ელიტას უწოდებენ საკუთარ თავს და თანასწორობაზე ლაყბობენ, ისე რომ ზემოდან, ძალიან ზეციდან ამაყად გვიყურებენ არაფრისმთქმელი ხბოს თვალებით. ვერ შეედავები ისინი ხომ თვით მისი უდიდებულესობა სრულყოფილებანი არიან და ღამ-ღამობით ღმერთებსაც შინაურულ თემებზე ესაუბრებიან. (არაფერი მაქვს ირონიის საწინააღმდეგო თუ კი ის ჩემს წინააღმდეგ არ არის მომართული)
ჩვენ უბრალო ახალგარზრდობას, ვისაც ჯერ კიდევ არ გვიბანავია ღორების წუმპეში და მზაკვრული პიარი არ გვიკეთებია, ჯერ კიდევ გვაქვს შანსი გავერთიანდეთ, მაგრამ ჩემს ქვეყანაში იდეალისტი ახალგაზრდები არიან? არა, უბრალოდ ლოგიკურია არა? ანდერგრაუნდში გული არ უჩერდებათ, იმიტომ რომ ფერმაში ყოველთვის მეტია ჭუჭყი. გავარტყი ეგეთ გოჭ-იდეალისტებს!!! ესეც თქვენი ბურჟუაზიული მორალი.
ღორებო მორისონი არასოდეს მოგისმენიათ? და არ იცით რომ ეს შეიძლება დასასრული იყოს? იმიტომ რომ თქვენ გეზიზღებათ პროვინციები და ის ახალგაზრდობა, რომელიც სახეში ამაყად შეგაფურთხებთ და თქვენდა სამწუხაროდ და განსხვავებით სნობები არ არიან, ზეპირად იციან საკუთარი სამოქალაქო უფლებები და პენისზე კიდიხართ, როგორც ნეხვისმჭამელთა სოციალური ერთობა, მაგრამ არა როგორც ადამიანები (კაცობრიობის უდიედესი ღირებულება), ფერმის გარეთ, განსაკუთრები კი ანდერგრაუნში ყველანი თანასწოები ვართ.
სად არის ესე ნანატრი პროგრესული ახალგაზრდობა? ფერმებში და ბოსლებში, კოლტებს შეეხიძნენ, მერე? ვინც ვერ შეეხიზნა, გაიხიზნა, ბევრიც დააბოლეს და ზოგიც უბრალოდ წააკელს შობის მთვარიან ღამეს.
გამხელილი ოცნება: მინდა ვიჯდე მეტროს ლუდხანაში და ვძერწავდე ჩანახატებს ახალგაზრდული რადიკალიზმის და ჰუნიზმის შესახებ და ვიგონებდე იმ წუთს როცა “სავიზო” რეჟიმი და ვირტუალური კედელი, ბებერ საძირკველთან ერთად ანდერგრაუნდს და ფერმას შორის საზეიმოდ დაინგრა, ერთი ევროპული კედლის მსგავსად, ყოველგვარი სისხლის გარეშე. ეს მხოლოდ ლაჩრები მოითხოვენ იმათ ამოწყვეტას ვინც მათ აწუხებთ, ჩვენ კი ლაჩრები არასოდეს ვყოფილვართ და მსგავს არც არაფერს ვაპირებთ.
ბოდიში ღორებო, თქვენ ჯერ ისვევ ყარხართ.
(ცინიკოსი მაშინ ხდები, როცა ხედავ თუ რად აქცევს ადამიანთა უმრავლესობა ამ ცხოვრებას)
სარდაფი: ბრავო, გავარტყით ღორებს, აი მესმის ძმობა, სიკვდილი ბიუროკრატიას, გაგრძელება როდის იქნება? ავოიეეეეე, თავისუფლება თავისუფლებას, ყველანი აქციაზე, ჰე-ჰე-ჰე, . . . . . . . .
მოდერატორი: მგონი დაგვადგნენ!
11/08/2005.
მუსამპა