რომანტიული სოციალიზმი - ყველაფერი უფასოდ შეყვარებული წყვილებისათვის . . . . . . . . . . . შეიძინეთ ევროპრეზერვარტივი 'NATO' - კოლექტიური თავდაცვის საშუალება . . . . . . . . . იპოთეკურად ისესხე კრეატიული იდეები. . . . . . . . ბლოგი ღიაა 24/7 (c) მუსამპა . . . . www.mu3pa.ge

Tuesday, 4 December 2007

+/-1



ერთი ხმის წყალობით მოიპოვა ადოლფ ჰიტლერმა ნაცისტურ პარტიაზე კონტროლი. (1924 წელი)
ერთმა ხმამ შეცვალა საფრანგეთში მონარქიული წყობილება რესპუბლიკურით. (1876 წელი)
ერთი ხმის წყალობით ამერიკაში გერმანული ენის ნაცვლად ინგლისური დამკვიდრდა. (1776 წელი)
ჩვენ ყველანი ჩვენდათავად ერთნი ვართ, როგორც ინდივიდნი, თუნდაც როგორც ხორცის ცალკეული ნაჭრები.


ხანდახან მინდა რომ თავი მოვიკლა, უბრალოდ სიცოცხლე მოვისწრაფო და სხვა არაფერი, მერე რა? შეიძლება დედამიწას ერთი გულუბყვიოლო იდიოტი მოაკლდეს, მხოლოდ ერთი. ერთი იმ წამს როცა ჩემს ტვინს გრაციოზული ცისარტყელები მოედებიან და გავხდები დასატირებელი. მერე? არც არაფერი. იტირებს დედა, მწარედ გადაიხარხარებს მამა, კიდევ ერთ კუბოს შეჭედავს მეკუბოვე, ერთი სუდარაც შეიკერება. შეიკერება და სხვა არაფერი. ვიღაც იფიქრებ საცოდავიო, სხვა იტყვის გაგიჟებულაო, კიდევ სხვა ნეტა რა სჭირდა საცოდავს საკუთარი თავი რომ გაიმეტაო? ბევრი ძალიან ბევრი ნათესავი კი ზრდილობიან ცრემლს გადმოაგდებს და გულის გულში შეფარვით ჩაიცინებს, ეგრე მოუხდებაო. ოჰ ეს მუზმუზელები, კომენდიანტები, პირმოთნეები მაინც გულის ამაჩუყებელნი რომ არიან.
ხანდახან მინდა თავი მოვიკლა, უბრალოდ მოვიკლა და სხვა არაფერი მერე რა? შეიძლება ქალაქს მარტოსული მოაკლდეს და მხოლოდ ერთი იმ წუთს და როცა ჩემს სხეულს დემონები მოუახლოვდებიან და გავხდები ეული. მერე? იტირებს ჩემი და, გულის უძირო სიღრმით იქვითინებს ბებონაცვალი, იტირებენ ისინი ვისაც გულიდან ეტირებათ და მაინც დღემდე მგონია რომ სიბრალული ყველაზე უსარგებლო რამაა ამ ქვეყნად, კიდევ ის რომ: უბრალოდ კიდევ ერთ საფლავს გაჭრის მესაფლავე, რომელსაც ოდესღაც მონპარნასის სასაფლაოზე გაუვლია პრაქტიკა და შვილმკვდარი მეყვავილე გაყიდის ეკლიან ვარდებს, რომელმაც შეიძლება ჩემი საფლავის ქვაზე დაიდოს ბინა. მკვდარს შენი ყვავილები რა ჯანდაბად უნდა? ჩვენს შორის იყო და წავიდა. ანუ მე წავედი.
_
რატომ? რისთვის? როგორ?
_
არ მკითხოთ. ისე ან ასე.
მერე? მერე ის რომ კატაფალკა შემოვა ჩემს ეზოში. Mმეზობლები აივნებიდან იცქირებიან, ბავშვებს აინტერესებთ ჩემი სახე დაინახონ, თეთრი სუდარა, დედის ცრემლები, ჩემი სურათი, არ ვიცი რომელი. იქნებ ის? არა ეს? ხო რა მნიშვნელობა აქვს, მიზანი ერთია ყველანი სასაფლაოზე. სად? ოხ ტირილი, ტირილი, როგორ არ მიყვარს ეს ყველაფერი. დაუძინებელი ოცნებები, ტრაგიკული სეირი და სიჩუმე ხმაურში.

-
ახალგაზრდა კაცი იყო და თვითონაც გაიფუჭა ცხოვრება და ოჯახი ხო დაღუპა და დაღუპა.
-
ცოდვაში ჩაისახა და სიბინძურეში გაიზარდა, ცხოვრება აქოთებულ ჩვრებში დაიწყო და მყრალ სუდარაში ამთავრებს. ახია მაგაზე.
სად ვართ? უკვე ქუჩის მოსახვევში, არა გუშინ რა ხდებოდა? მე გუშინდელი დღე უფრო მაინტერესებს. მერე? ბოლო პანაშვილი, საშინლად მშვიდი. ვიღაცის ტუჩები ჩემს შუბლს შეეხო, თითქოს დედამიწა გაჩერდა. გონგის ხმა ჩამესმა. ქვითინი, ქვითინი და სულიერი ტკივილი ირგვლივ. მღვდელი მოუყვანიათ. ვინა კაცო? მღვდელი? მაკურთხოს უნდა! ეჰ მე ხომ მღვდლები მთელი ცხოვრება მეკიდა. რაღაც მისტიკური ხმა მესმის, მგალობლები რეტრო საგალობელს ჩხავიან!
ქაღალდის კუპიურები ჩაიკეცა ჯიბეში დამკრძალავი ბიუროს აგენტმა და იქნებ ამ თანხით უბრალოდ საკუთარი შვილები წაიყვანოს კინოთეატრში, სადაც მხიარული სახით კომედიური ჟანრის ფილმს აირჩევენ. ”გემოვნებაზე დაობენ!”
ისევ ქუჩის არქაული მოსახვევში? აქ ვართ. დედამიწა ისევ ტრიალებს მაგრამ ჩემთვის არა. ქალაქი ისევ ხმაუროობს, მაგრამ ჩემთვის არა. უკვე კატაფალკაში ვარ. ამაზრზენია ეს ყველაფერი, რატომ? იმიტომ რომ უკანასკნელად პანაშვიდზე როდის ვიყავი არ მახსოვს, მე ხომ საშინლად არ მიყვარდა ეს ყველაფერი.
ხანდახან მინდა რომ თავი მოვიკლა, უბრალოდ მოვიკლა და სხვა არაფერი, მერე რა? ოჯახს ერთი ადამიანი დააკლდება, ერთით ნაკლებ პურს წამოიღებს დედა შინ, ერთით ნაკლებ ჭიქას გარეცხავს ჩემი და. ერთით მეტ კვერცხს შეღებავენ სააღდგომოდ, ერთით მეტ სანთელს დაანთებენ ეკლესიაში. ერთით ნაკლები და ერთით მეტი, აი ვინ ვარ მე. არა ეს სულაც არ გახლავთ არასრულფასოვნების კომპლექსი ან სნობიზმის უნივერსალური პროლიფერაცია ეს მჟავე რეალობაა.
მესაფლავემ ოფლი მოიწმინდა, წვეთები მიწას მსუბუქად დაეცა, მიწას რომელიც რამოდემინე წუთში ჩემი გახდება და მელოდება, მელოდება ისე, როგორც დედა სახლიდან უმისამართოდ გასულ შვილს, რომელიც ადრე თუ გვიან აუცილებლად მივა. მერე? მერე სულ მერე მოგიხსენიებს თამადა, რომელიც ოდნავ შეზარხოშებული, მოვალეობის მოხდის მიზნით ამ ქვეყნიდან უდროოდ წარსულთა სადღეგრძელოში შენს სახელს წარმოთქვავს და ათი წუთის შემდეგ არავის არანაირად არ ემახსოვრები. ერთი-ორ ნეკროლოგს გამოაქვეყნებენ გაზეთში რომელსაც ნული ტირაჟი აქვს და რედაქტორიც არასოდეს ყოლია, იმიტომ რომ იგი ჩვენს გულებში წარუშლელად იწერება.
მე უკვე მე არ ვარ? იმიტომ რომ მე მიწა ვარ,

_
გამარჯობა ლუციფერ!
_
ჰმ. . . .. . .
უკვე დაღამდა ინდივიდების საუკუნეში, სადაც მაშინაც კი არ სჯერათ ჩვენი სიმართლე, გულწრფელობა და გაჭირვება როცა სული ამოგვხდება. მე ხომ ამ ცხოვრებიდან მხოლოდ სიცოცხლე, თავისუფლება და სიყვარული მინდოდა, მაგრამ ცხოვრება ისე ცუდადაა მოწყობილი შეუძლებელია ამით ყველაფერი მთავრდებოდეს.

P.S.. “
იცით მკვდრების მიმართ რატომ ვართ უფრო სულგრძელნი და სამართლიანი? მიზეზი უბრალოა: მათი აღარაფერი გვმართებს. მკვდრები მარტო ერთ რამეს გვთხოვენ არ დავივიწყოთ, მაგრამ მეხსიერება მოკლე გვაქვს, გულს მხოლოდ ახლახან გარდაცვლილ მეგობართა მოგონება გვიყუჩებს.”



2003

მუსამპა




No comments: