წერილი # 001023
ქალაქის მერი # 2X+3Y
მოქალაქე # 893231127
გთხოვთ, თქვენი ძვირადღირებული ისტორიული სათვალე მოირგეთ, ის ტელეეკრეანებიდან თითოეული ქალაქის მოსახლე რომ პირზე კოცნით იცნობს და კაბინეტის მყუდრო სკამზე ჩაუჯექით, იქ სადაც ქაღალდებით სავსე ამაყი ნაგვის ყუთი ორშაბათ საღამოს იცლება კალენდრის მიმოქცევის გამო.
გთხოვთ, უიმედოდ ჩააქვრეთ ყველა სამნაწილიანი შუქნიშანი რათა დაისვენონ მასზე მიმჯდარმა საზაფხულო ბუზებმა. უმიზეზოდ გააჩერეთ კერძო ბენზინგასამართი ნავთსადგურები ტროტუარს მიღმა. შეუგრძნობლად გადაჭერით ქალაქის მთავარი გრძნობათა გადამცემი ჰორიზონტალური არტერია როგორც ვენები სუიციდისას. სანთლებით გადაწვით ყველა ფუნდამეტალისტური ეკლესია და საკონცენტრაციო ჰამაკიც კი. გაანადგურეთ უშიშროების, პროკურატურის და სასამართლოს ნოტიო არქივები შობის არდადეგებზე და მათხოვრებს დაურიგეთ ეროვნული ბანკის ცალთვალა კუპიურები ფერფლის ან მეფის სახელით. უსასრულო ორგიები მოაწყვეთ პოლიციის და მილიციის განყოფილებებში, არ დაივიწყოთ თავდაცვის სამინისტროს ქვე-განყოფილებებიც და თავდაცვის საშუალებები.
სწორედ გამიგეთ ბატონო მერო, ზოოპარკიდან გამოუშვით ყველა კვაზიცხოველი და უძილო დარაჯი იმ ერთის გარდა, რომელიც წარმოსახვით გალიებს არასოდეს კეტავდა დღისითაც კი. ნაციონალური ტელევიზიის გუდრონიან სახურავზე ააფრიალეთ ე.წ. ტუალეტის ქაღალდი გამომცემლის შტრიხკოდებით ათვლის სისტემაში. გათიშეთ ყველა რიცხვებად აღქმული სატელეფონი ხაზი და ზედ დესერტის სახით ინტერნენტ პროვაიდერები ქონიან გულზე თაფლად მოგეთხვრებათ. დაქორწინდით გაბზარულ საკანალიზაციო სისტემაზე ხახუნის გარეშე შეხების წერტილებში, უსახელოდ ჩაახშვეთ FM სიხშირეზე ხავსმოკიდებული რადიო სადგურები ქვემოდან ზემოთ. მიეცით თავისულება წითელ ელმავლებს მთავარ რკინიგზის ბეტონებიან ნავსადგურზე, ფაქიზად ამოაყირავე მერტოს კენტი და უფერო ვაგონები წვეთების სიკვდილის ფონზე გვირაბში. სიკვდილმისჯილთა საკნიდან გაანთავისუფლეთ იმედგადაწურული რეციდივისტები, დაუნდობელი სისხლისმსმელები და მოხუცი ბარიგები, მდინარის კალაპოტში დააბინავეთ ქალაქში ქაოტურად მოძრავი ხმაურიანი ავტოპარკი, ნაცარტუტად აქციეთ ყველა სავაჭრო ცენტრის დამტვერილი მინა და ის მუსიკის და ლიტერატურის სალონიც კი შენ რომ გიყვარდა მუსიკის რითმებით. აეროპორტს გაუნადგურე ყველა რადარი და ასაფრენ ზოლზე დაარსეთ მფრინავთა საზოგადოება « სტიუარდესას ფეხები ჰაერში ». მინეტი გააკეთებინე ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტის ცოლს მთავარი ეკლესიის საკურთხეველში სიტყვების ფონზე: “je vais et je viens entre tes reins”, წარბშეკრაულად დაანაკუწე ყველა ძეგლი, პედესტალი და დიდების გვირგვინი, სახანძროს, დროშას, გერბს, წინაპართა საფლავებს თავად წაუკიდე ცისფერი ცეცხლი რომ გათბეს მომავალი თაობა ზამთრიან თოვლში, თეთრი სავადმყოფოებს, ჭრელ პოლიკლინიკებს, იდიოტად მოცქერალ სტაციონარული დაწესებულებს და მცირე ბიზნესად ტრანსფორმირებულ კერძო კლინიკებს კარები აუჭედე ჟანგიანი ლურსმნებით რომ მათ არასოდეს აიღონ ხელფასი ავადმყოფთა ხარჯზე მომდევნო თვის მეორე პარასკევს. ნაგვიან სკვერებში, ერთჯერად პარკებში, გამწვანების ზოლებში, უფერო მოლებში და წარმოსახვით და გეომეტრიულ კვადრატებში სისხლის შადრევნები აამოძრავეთ მეხისდაცემის მესამოცე წლისთავზე, დადუმებული სკოლების, დაჩმორებული უნივერსიტეტების, გამოყრუებული ლიცეუმების, მთვლემარე კოლეჯების და ტრანსნაციონალური გადამზადების ცენტრების შენობებს გამოაცალეთ საყრდენი ბურჯი ისე რომ იგრძნონ ჭაობის სუნი თაობათა საშოებში. შეაჯვარე ყველა პოლიციელი და სამხედრო რომ ერთად მივიღოთ უსამშობლო პაციფისტი კვლევით ლაბორატორიებში ნანახი ფილმიდან. ნუ მოგერიდებათ, ქალაქის სარძევე ჭირკვლების კიდევ ერთხელ პიკანტურად ალოკვით თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ გეტოებში ჩასახლებული ახალგაზრდობის MP3 პლეერის ფლეილისტი.
ბატონო მერო, ამ წამს ყვერებს ნუ იფხანთ ამ ფრაზებს დახედეთ. ქვეფენილის ბოლო რიგიდან საკუთარი ხელით ამოიღეთ ნათალი მიწა კვადრატად ქცეული და მტვერით გამთბარი. ჭიანჭველების ოჯახი გაამგზავრეთ დაძმობილებულ ქალაქში კულტურული იდეალებით. და ბოლოს სანამ ამ ვორდის ფაილს დავასეივებ გირჩევთ დაიძინოთ ოჯახთან ერთად კარვის ქვეშ მთავარ მოედანზე იქ სადაც ადრე მწყემსი ცხვრის ჯოგს კოსმოსისაკენ მიერეკებოდა პროგრესის სახელით.
ჰმ . . .
მუსამპა
No comments:
Post a Comment