რომანტიული სოციალიზმი - ყველაფერი უფასოდ შეყვარებული წყვილებისათვის . . . . . . . . . . . შეიძინეთ ევროპრეზერვარტივი 'NATO' - კოლექტიური თავდაცვის საშუალება . . . . . . . . . იპოთეკურად ისესხე კრეატიული იდეები. . . . . . . . ბლოგი ღიაა 24/7 (c) მუსამპა . . . . www.mu3pa.ge

Tuesday 4 December 2007

You know more. . . .

მორალური კრიზისი რომელიც დასავლეთ ევროპიდან რუკზაკის გარეჯიბით ჩამომყვა მხოლოდ აეროპორტიში ბარგის კონტროლისას აღმოვაჩინე და მაშასადამე You know more. . . .
ინოვაციური ძალისხმება და ფსიქოდელიურ გამოძახილები ვერ გადავლახე, ცოტაოდენ ეკონომიურად გამიჭირდა და მან, დიახ მან აწ უკვე ჩემმა მდგმურმა მორალურმა კრიზისმა ჩემში 2 უჯრედიანი ბინაც იქირავა, ევრორემონტიც გააკეთა და როგორც იტყვიან ქალაქურად მოეწყო. ვგრძნობ რომ 2 უჯრედს აღარ კმაყოფილდება და ორგანიზმის უჯრედშორის გამყოფი საზიარო კედლის მსხვრევის და ტიხრების მტვრევის ხმა ყოველ ღამით ჩამესმის როგორც გოგოლ ბორდელოს ჯიფსი-პანკი. პოლიტიკური დიალექტით « შეუქცევადი პროცესია » : ირღვევა ყველა ტრადიცია, იცვლება ცხოვრების საზრისი, საუკუნეებით აღიარებული ეთიკური ნორმები და არ ჩანს მომავლის ნათელი პერსპექტივა რაც პირდაპირპროპორციულად წარმოშობს ცოფნარევ ფსიქიკურ შეშლილობას.
წინა სამშაბათს ჩემს მორალურ კრიზისს სტუმრად მეგობრები ჩამოუვიდნენ ევროპიდან და მოდერნიზებულ რესტორანში კარგი პურიც ვჭამეთ, ოდნავ შეზარხოშებულმა ტიუბინგენის უნივერსიტეტის პროფესორმა შუა ხნის ძიამ, ჰაბიტუსზე ბევრის მნახველობა რომ ერეკლბოდა ეროვნული წარმოების კონიანი ამოუსუნთქავად გადაჰკრა და დაიწყო :
- «
დღესდღეობით ბევრმა ადამიანმა აღარ იცის, რომელიც პრინციპებით იხელმძღვანელოს ყოველდღიური და სამომავლო გადაწყვეტილებების მიღების ჟამს, ეს მხოლოდ იმიტომ რომ ადრინდელი საორიენტაციო ისნტანციები აორთქლდა, უკითხავად გამეფდა ორიენტაციის საყოველთაო კრიზისი, რამაც ჩემოდნით მზითვებად მოიყოლა : გულგატეხილობა, შიში, ნარკომანია, ალკოჰოლიზმი, დამნაშავების ზრდა ახალგაზრდებში, ვენერიული დააადებები, სკანდალები პოლიტიკასა და ეკონომიკაში » მეგონა რომ ეს ძია თავის ევროპელ მეგობარს ჩემში კიდევ სივრცეს უცარიელებდა ახალი ოთახების და უჯრედების დასაკავებლად. »
ფაქტიურად ეს რიჟა ძია სუსტ წერტილებში დრელეთი მომდგა და ამხანად Moral Crisis-ის დაწყებულ ტიხრებ პროცედურას კაპიალური პრევენციული სამუშაოები ჩაუტარა. იმ ღამეს არ მიძინია, დილის 5 საათამდე მონარებულად მუსაიფობდნენ ბახუსის საბანში გახვეული მდგმური და მისი სტუმარი, მე კი გრძნობა მტკიოდა და თავს ტექნოკრატიის უნიჭო მონად ვრძნობდი. სააბაზანოში გავედი, ყურები გამოვიწმინდე და You know more. . .
ინტერაქტიულ გრაფიკებში, სტატისტიკურ გამოკითხვებში, ბაგა-ბაღის სარდაფებში, ციხის სამრეცხაოებში, პოლიციის ქვეგანყოფილებებში, სტუდენტური კაფის გაზქურებში, ცენტრალურ გაცნობის ბიუროებში, ინტერენეტ ფორუმებზე, ნერსტიან აუდიტორიებში, ბიზნეს სემინარებზე, ხორცის სატარებელ მანქანაში, ვეძებდი დატოვებულ წამიერად მომაკვდინებელ საწამლავს რომ ფინჯან ყავაზე დაპატიჭებული ჩემი მორალური კრიზისი ვერაგულად გამესაღებინა, რადგან იგი ამ დროისათვის უკვე ჩემი სხეულის 75 პროცენტს მართვის უფლებით აკონტროლებს და ახალი მიკროპარადიგმების ენით ქედმაღლურად მესაუბრება ჩვენი საერთო ნაცნობი ტიუბინგენის უნივერსიტეტის პროფესორის დიქციით :
- «
ინდუსტრიული მოდერნის სპეციფიკური ღირებულებანი, რომელიც ბიზნეს კლასებმა აიტაცეს და დღეს 10 მცნებაზე უფრო პრაქტიკურ ცხოვრებისეულ პრინციპებად დაამკვირდეს სხვა არაფერია თუ არა : რაციონალზმი, წესრიგი, პუნქტუალობა, წარმატება, სიფხიზლე, ეფექტური მენეჯმენტი, მაშინ როდესაც შენი პოსტმოდერნის ნეოღირებულებელი როგორიცაა: წარმოსახვის უნარი, ემოციურობა, სითბო, სინაზე, ჰუმანურობა და უშუალობა სხვა არეფერია თუ არა დრომოჭმული ვაი-ვიში. »
სასოწარკვეთილებამდე მივედი, ვაპირებ ხვალ მობილუზე დავურეკო და კაპიტულაცია გამოვაცხადო, უკვე ანდერძისწინა ბოდვითი მანიფესტის წერაც კი დავიწყე კლასიკური მუსიკის თანხლბით. მადისაღმძვრელად მიღიტინებს მისი ოთახიან გამოსული პატეფონის მხიარული ხმები და შევიგრძნობ რომ ჩემს სხეულში უკვე მხოლოდ ერთი ყველაზე მოხუცი თმის ღერის ბოლო მილიმიტრი დამრჩა და სწორედ აი აქ გამახსენდა Word ფაილის ხელშეკრულება და ობმოდებული ლეპტოპის კლავიატურა. ფეხაკრეფით გამოვიარე კისის სისხლღარძვები, მკავები, მაჯა და ათივე თითში ენერგია თანაბრად გადავანაწილე, რადგან სხვა არაფერი დამრჩენია გარდა ამ ყველაფრის გადმოცემისა You know more . . .

მუსამპა



2 comments:

Homo Caulfield said...

das ist aber voll krass :))

Ellen_R said...

kargi xar, musampav! ukure shen amat, ra dgeSi arian!moukriat tavi aq da xorxoceben! ;)))))))))))))