საკუთარი შეხედულებების ფორმაციის განცდა ყოველ საღამოს მეუფლებოდა, მჯეროდა დაუწერელი ლექსის რომელიც პერიოდულად ჩემში ეძებდა გონების მანკიერ მხარეს რათა ფურცელზე ჩემი გავლით გადმოსულიყო. მე ხომ ისევ საბავშვო ბაღში მშობლის მოლოდინში აცრემლებულ იმ პატარას ვგავარ სამყაროს შეცნობის სურვილით წლებს რომ ფანტავს.
ფორმულა რომელიც მილიონობით უცნობ სიდიდეს შეიცავს უკვე დიდი ხანია ჩემში ბუდობს, მიზანი საკუთარი თავის პოვნაა და ჯერ ისევ დამარცხებელი მარტივი ადამიანური განცდებით, რომლებიც ჩემი გრძნობების მანიპულირებით დროს მოერივნენ. ექსპერიმენტები და დაკვირვება განვლილი წუთების და წამების რომ ჩვენ ერთი საწყისით ვმოძრაობთ.
მატერიალურ კეთილდღეობა, სექსუალური ლტოლვა და ძალაუფლებისაკენ სწრაფვა, ნუთუ მართლა ეს ყველაფერი გვაძლევს ცხოვრების არსს და გვიბიძგებს რომ ვიმოქმედოდ? აქტიურად ან პასიურად, შეფარვით თუ ღიად, მოთმინებით თუ მოუთმენლად, ისე ან ასე. თითქოს ყველაფერი ცხადია მაგრამ როგორ? იქნებ ექიმთან მივსულიყავი მწვავე ფსიქოლოგიური სტრესის დასაძლევად, ან იქნებ უახლოეს ბიბლოთეკაში გავიარო რეგისტრაცია თუ ვიდეოთეკას მივაკითხო ყოველ საღამოს უახლესი ფილმებისათვის? იქნებ საერთოდ არ ვიფიქრო ამ ყველაფერზე.
ჩუმად საუბარს ხმამაღლა ფიქრი ვარჩიე და ჩემი ერთგული მეგობარი Notebook ACER Aspire 5610 კიდევ ერთხელ გადავტვირთე იმ იმედით რომ აუცილებლად დავიწყებდი საკუთარ თავთან მარტივი ხელშეკრულების დადებას ვორდ-ის ფაილის დახმარებით (File – ინგლისური სიტყვაა და საქაღალდეს ნიშნავს, თუმცა იგი უკვე სასაუბრო ქართულში მარტივად შემოიჭრა და დამკვიდრდა სწრაფი კომპიუტერიზაციის პირობებში). ჩემი თაობა უკვე ფურცელს ნაკლებად ეტანება, ფაილების ენით ვსაუბრობთ, ანუ უბრალოდ "ვორდ-ის თაობა" ვართ რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში დავიბადეთ, მაგრამ ადვილად შევეგუეთ თანამედროვე ცივილიზაციის ერთ-ერთ ბოლო გამოძახილს და ელექტრონული ფურცლების ენით ვსაუბრობთ. ხო, ერთი შეხედვით პრაქრიკულია არა? კედლებზე, ქვებზე, პაპირუსებზე წერა ისტორიის ფურცლებს დარჩა. ანუ თაობათა შორის არგუმენტაციის ფრაზა რომ დავისესხო : « ეხლა უკვე სხვა დროა. »
დღეს საღამოს გაჩერებაზე გადამწვარი ჭადრის ამაყ ფოთლებში დავინახე რომ მსოფლიო პატარა ბოზია რომელიც ნავთობით იკვებება. დრეზდენი, ბილეფილდი, ჰალე, ლაიფციგი, მანჰაიმი, ზიგენი, ისევ დრეზდენი, ნიურბერგი, ჰამბურგი, კოტბუსი, როსტოკი, მე ხომ ნიჭი აღმომაჩნდა რომ ამოვიცნო მანქანების წარმოშობის ქალაქი, ეს პატარა საქმე როდია, წარმოიდგენეთ რომ ქალაქის მთავარ ქუჩაზე უგანრიგოდ მოძრავ საზოგადოებრივ ტრანსპორტს ელოდები და ოცი მეტრის რადიუსით უამრავი ქალაქი შენში მზა რეცეპტად შემოდის და სამუდამოდ ილექება გონების გეოგრაფიულ წერტილებს აღქმის ბაზაში.
გუშინ საღამოს დავიწყე მილიონიდან ერთ-ერთი უცნობი სიდიდის პასუხის ძებნა ისე რომ ინტერნეტ რადიოს ვუსმენდი ქალაქიდან სადაც დავიბადე, შემიძლია ინტერნეტ მისამართიც მოგცეთ თუ დაგაინტერსებთ. პირველი კითხვა სამზარეულოდან გამოსული ჭიანჭველის სახით დავინახე « როგორ შეიძლება იყო წარმატებული ? » იმავე სამზარეულოდან გამოქცეულმა ტარაკანამ პასუხის სახით მზა რეცეპტი მომაწოდა : «საჭიროა იყო ენერგიული, აქტიური, პოპულარული, ქარიზმით აღვსავსე, ამბიციური, ჯიუტი, საკუთარ თავში დარწმუნებული და რევოლუციური გარდაქმნების ავტორი. გქონდეს კარგი იდეა, ნათელი ხედვა, გააზრებული სტრატეგია, მწყობრი სისტემები და ეძებო ადამიანები რომლებიც ამ ყველაფერს მოერგებიან » 32 სიტყვაში მსგავსი პასუხი არა თუ ტარაკანას ნებისიერ საშუალო ოფისის მენეჯერს გაუჭირდება. შეგიძლიათ თავად ჩაატაროთ ცდა და თქვენს ჰალსტუხიან წარმატებულ მეგობარს თავად მიმართოთ იდენტური შინაარსის კითხვით.
აუცილებლად სცადეთ, გაბედეთ და შედეგი მომწერეთ მეილზე: romanamail@yahoo.com
A+
2007.08.05
მუსამპა
No comments:
Post a Comment