რომანტიული სოციალიზმი - ყველაფერი უფასოდ შეყვარებული წყვილებისათვის . . . . . . . . . . . შეიძინეთ ევროპრეზერვარტივი 'NATO' - კოლექტიური თავდაცვის საშუალება . . . . . . . . . იპოთეკურად ისესხე კრეატიული იდეები. . . . . . . . ბლოგი ღიაა 24/7 (c) მუსამპა . . . . www.mu3pa.ge

Wednesday, 12 December 2007

პროაზული თეორია (Cyber Literature)

დრო : 01.03.

პროაზია

არც პოეზია,
არც პროზა,
არც აზია
და არც ცალკე აღებული Pro = Progressive
არამედ: სიტყვადქმნილი – პროაზია
ან = UNder ერთად აღებული ყველაფერი.

ა) რა არის ან არ არის პროაზია?

პროაზია ეს არის თვისობრივად ახალი ან უკვე პენსიონერი კლავიატურისკაკუნ-სიტყვითი მინდინარეობა სადაც ერთმანეთში ჩაზრდილი სიტყვები არაფერს ან ყველაფერს ამბობენ, ისინი უბრალოდ არსებობენ დროით, სივრცით და აღაქმით გარემოებებში და კონმბინაციური ფრაზები სუიციდის ხელოვნებას ეუფლებიან, პროაზია არასოდეს იწერება ფურცელზე, ის აუცილებლად უნდა იკრიბებოდეს Word-ის ან სხვა ტექსტური უზრუნველყოფის კომპიუტერულ პროგრამაში და უნდა ილექებოდეს World Wide Web ქვეგანყოფილებებში. თუ თქვენ ჯერ არ გაქვს კომპიუტერი ნუ დაღონდებით, შენ შეგიძლია გამოიყენო ტელეფონის სმს-ფორმატი ან ჯიბის ორგანაიზერი.
პროაზიას აქვს მკაცრი დროითი შობადობა ანუ ის აუცილბლად უნდა დაიწეროს ღამის 12 დან დილით 6 საათამდე რადგან პროაზული ნაწარმოებები დღის სინათლეზე კვდებიან ან უსაბნოდ იძინებენ ანუ პროაზია მხოლოდ ახალი დღის პირველ მეოთხედის განმავლობში შეიძლება გაციფრულდეს. აუცილებლად უნდა დაიწეროს ნაწარმოების წერის დაწყების და დასრულებს დრო ნაწარმოების თავში ან სხვა ნაწილში, რაც პირდაპირ მიუთითებს მის დროითი კრიტერიუმების დაკმაყოფილების ან არ დაკმაყოფილების ფაქტს. პროაზული ნაწარმოების შექმნის ინსტრუმენტები შეიცავენ საათს ანუ დროით კონროლს და თქვენ მხოლოდ მასზე დახედვა დაგრჩენიათ რომ წერა დაიწყოთ, თუ მუშაობა რამდენიმე დღე გრძელდება თქვენ წყვეტთ წერას და აგრძელებთ მომავალი დღის 00:00 საათიდან ან არ აგრძელებთ და დაუსრულებელი ტოვებთ მას. პროაზია მისწრებაა ღამურებისათვის და მათთვის ვისთვის ღამის უძილობა საუკუნეობრივს დაბრკოლებად ქცეულა ან თუ უბრალოდ ღამის მორიგე თუ დიდი კომპანიის დაცვის თანამშრომელი ხარ.
პროაზული ნაწარმოები შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი ასო ან სამი თანხმოვნის ან მარცვლის ქიმიური ნაერთი ან სულაც 23 გვედრიანი დაბალი ტემბრის კვლევითი ჩანახატი. ფიბულა, სიუჟეტი, შინაარსი მეორე ან მესამე ხარისხოვანია, მაგრამ მას უნდა ახასიათებდეს არჩევითი სტილი ანუ ეს უნდა იყოს შემოთავაზებითი წყობა ხშირად გამოყენებული “ან” ნაწილაკით ანუ ორ (ანORdinary) ან ou და ა.შ. ისევე როგორც ეს ამ წინადადებებშია გამოყენებული; პროაზაიული ნაწარმოები არჩევანს უტოვებს მკითხველს ან ნაწილაკის გამოყენებით რაც ამ მიმდინარეობის ლიბერალიზმზე მიუთითებს., მაგრამ ხშირმა “ან-ან”-მა შეიძლება ანანიზმთან მიგვიყვანოს, თუმცა ეს ნუ შეგაშინებთ. პროაზიული სტილი მაქსიმალურად გახსნილია ან არ არის გახსნილი და ის უშვებს რამდენიმე ენის ან დიალექტიც შერწყმით ნაწარმოებების ლეგალიზაციას თავის რიგებში. მთავარია ასეა თუ ის შრიფტი (Script) გქონდეთ პროგრამული უზერუნველყოფის მენიუში and let's go to express yourself . ამასთანავე ამოტივტივდა ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი რომ დაუშვებელია პროაზული ნაწარმოების თარგმნა ან ინტერპრეტაცია. ისე რჩება ორიგინალად დროსა და სივრცეში ან ინარჩუნს თვითმყოფადობას და კომპლექტში მოჰყვება საავტორო უფლებები, თუმცა დაუშვებელია პროაზიული ნამუშევრის კომერციული გაყიდვა, ის საჩუქარია.

b) პროაზა, პროაზი ან პროაზუ

თუ შენ შეტოპე პროაზიის უძილო შრეებში შენ კარგავ წარმოსახვით სტატუს რომ ხარ: პოეტი, მწერალი, პუბლიცისტი, კოლუმნისტი, პროზაიკოსი, მოყვარული თუ მოხალისე მჯღაბნელი, შენ უბრალოდ ხარ პროაზა, პროაზი ან პროაზუ.
პროაზი – ეს არის straight მამრობითი სქესის პროაზული სტილის მიმდევარი ანუ იგი იცავს პროაზულ წესებს და საკუთარ თავს აკუთნებს მამრობით სქესს ან სხვებისათვის იგი აღქმადია როგორც მამრობითი სქესის არსება.
პროაზა – ეს არის straight მდედრობითი სქესის პროაზული სტილის მიმდევარი ანუ იგი იცავს პროაზულ წესებს და საკუთარ თავს აკუთნებს მდედრობით სქესს ან სხვებისათვის იგი აღქმადია როგორც მდედრობითი სქესის არსება.
პროაზუ – ეს არის არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე (ბი, გეი, ტრავესტი და ა.შ.) პროაზული სტილის მიმდევარი ანუ იგი იცავს პროაზულ წესებს და არ აკუთვნებს საკუთარ თავს straight მდედრობით ან straight მამრობით ჯგუფებს.

პროაზა, პროაზი ან პროაზუ პროეზულ პროექტზე მუშაობისას შეიძლება იმყოფებოდნენ ალკოჰოლური, გამაგრილებელი, ოფლმდენი, დამამშიდებელი, ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ნივთიერებების გავლენის ქვეშ ან პოსტორგაზმული განცდების ინფლუენცეს განიცდინდნენ. ეს უკვე თქვენი ფანტაზიის ან უფანტაზიობის შინაგანი ნაწილია and let's go.

c) Additional

პროაზია დრომ ან ტექნოკრატია მოიტანა და მას ვერსად გავექცევით ან გავექცევით და ის დაგვეწევა გულში ჩაგვიკრავს ან სილას გაგვაწნავს და გვეტყვის: პროაზა, პროაზი ან პროაზუ ნუ გამირბიხარ როგორც დასაკლავად გამზადებულ წიწილა ან ჩასახუტებლად გამზადებული დრო. გაუგზავნე ეს ტექსტი შენს მეგობარს ან მასწავლებელს მაგრამ არ გაბედო მისი თარგმნა, ამობეჭდვა ან ინტერპრეტაცია. ესე იყო ეგ ამბავი. ჩვენ აუცილებლად ვიმსჯელებთ, ვიცინებთ, ვიზასავებთ ამ ყველაფერზე მოამვალში ან საბოლოოდ დავივიწყებთ მას.

შენიშვნა: ესეც პირველი პროაზული ნაწარმოები ან მე პირველი პროაზი ან ორივე ერთად.

დრო: 04.17
-----------------------

1 comment:

Anonymous said...

ჰმმ, არა და უნდა მეთქვა "ავიტაცოთ"-თქო