რომანტიული სოციალიზმი - ყველაფერი უფასოდ შეყვარებული წყვილებისათვის . . . . . . . . . . . შეიძინეთ ევროპრეზერვარტივი 'NATO' - კოლექტიური თავდაცვის საშუალება . . . . . . . . . იპოთეკურად ისესხე კრეატიული იდეები. . . . . . . . ბლოგი ღიაა 24/7 (c) მუსამპა . . . . www.mu3pa.ge

Tuesday, 4 December 2007

ბრენდის შვილები


მე
ისევ ვდგავარ ჰიჩჰაიკზე ერთი უნიჭო ქალაქის მართკუთხა გზაჯვარედინზე და ველოდები უსახელო მძღოლის კეთილ ნებას და მუხრუჭნარeვ ხმაურს წრფივ და ტეხილ რადიუსებში. მძღოლებს თვალებზე სისხლისფერი ლენტი აუხვევიათ და გლობოვენ ჰუმანიზმის წყალსატევების გარდაცვალებას სოფლის შარაზე. თურქ მძღოლებს ყველაზე მეტად უყვართ ჰიჩჰაიკი, მაშინ როდესაც ჰორიზონტალურ მაგისტრალებზე მდედრები ცერა თითი მართ კუთხეს ჰკრავენ. აღმოსავლეთში გვიჭირს უქონლბოს აღიარება თუნდაც ამას ჩვენი ენა სივრცითი ბარიერების გარეშე ამბობდეს.
მე ისევ ვდგავარ ამაყად ეული განმარტებითი ლექსიკონების გასაყარზე, ყანების ბოლოს ბეჩავი ცხოვრების ნაკაფ ტყეებთან და მოძრავ საგნებს ინდუსტრიული ქარხნებიდან ურცხვად ველოდები. შხუილის ხმები ნაფოტად ეცემა ასფალტისფერ ასფალტს, საბურავები კოციან წარმოსახვით თუნუქის ბოთლებს და ფაქტობრივად იბადებიან გაუცვეთავი ბიოცენტრული ყვავილები შენგენის სივრცეში. არასოდეს გიფიქრიათ რა საჭიროა დედაქალაქები? მაშინ როდესაც ჰიჩჰაიკი ქალაქის ქუჩებს კანონგარეშე აცხადებს.
მე ისვე ვდგავარ საკუთარი იდეების სექსუალურად ერთგული პარტნიორი და ველოდები მსხვერპლის სურვილებს, ისე როგორც ორთოდოქსი კომუნისტები ერთადერთ შანს წინ წაწევის. აქ შეიძლება ჩვენი ორგანული ერთობა დამეხმაროს მე-60 კილომეტრზე მსხვილი წვეთებით დაჭრილს. მესმის გულის გამაწვრილებელი ბუზღუნის ნაცადი ფორმა და მძღოლების გაკვირვებული სახეები მხოლოდ საეჭვოდ ხვდება ჩემს ზურგჩანთას და ირეკლებიან მოპირდაპირე კონტინენტის კიჩოებზე.
«
ბრენდის შვილები » - ეს ფრაზა ჩემმა ორეულმა მზაკვრულად ჩამჩურჩულა როცა ერთი სამკუთხა ქალაქის კარიბჭესთან მესამედ იმ დღეს ვფიქრობდი ჰიჩჰაიკზე. სენეგალური ტამტამების ხმა სუნთქვით ორგანოებს კაპიტულაციას უცხადებენ და სხვა არაფერი დამრჩენია თუ არა ძებნა ადგილობრივი დისტანციური მართვის მატარებლის სადგურისა სველი 60 ევროანი ბატინკებით, მაშინც როდესაც ასობით ბრენდის შვილი საქარე მინიდან მხედველობით კონტრაქტებს მიფორმებენ წამობრივი წყვეტის პერიოდით.
«
ბრენდის შვილები » - ეს სიტყვათა ტრანსკომბინაცია ჩვენმა ტრიუმვირატმა გამოაცხო კერძო საკუთრების ზეობის ხანაში როცა მარკეტინგული გაყიდვების მზარდი მოთხვნები ადამიანებს ფიზიკურ წრეწირში საკნების გავლით ეწვეთებოდნენ. როგორც ყოველთვის ისტორია არაფერს გვეუბნება, მაგრამ მაინც გვარწმუნებს რომ პირველი ბრენდი « Pears soap» დაძრულა 1789 წლის ლონდონის ქუჩებიდან როცა ლამანშის მეორე კონტინენტურ მხარეს ღმერთებს თბილი და შაქრიანი მონარქიული სისხლი სწყუროდა ფანატიკოსების ხელით მირთმეული.
«
ბრენდის შვილები » - მაღვიძარას გილიოტინური ხმა, დღეს 10 საათზე თათბირია უფროსთან რაიონული ფილიალების დირექტორებთან ერთად, ის უკვე შხაპის ქვეშ დგას და ფიქრობს როგორ გამოიპაროს სამსახურიდან ბოლო ერთი საათით, დღეს ხომ მისი ერთადერთი შვილი ლექსს წაიკითხავს დედაზე კერძო ბაღის პირველ გამოსაშვებ საღამოზე. კროასანი და ყავა, კბილების გამოხეხვა დილის საინფორმაციოს ფონზე. მანქანაც დაქოქა, ქალაქურად ნახევარი საათი ქალაქამდე, გზები გადატვირთულია როგორც ყოველთვის, თვალში ცერათით აღმართული ახალგაზრდ მოხვდა გზაზე გამოსული, უკვე არარსებული დედაქალაქის მთავარ ქუჩაზეა, აქ ჯერ კიდევ 2 წლის წინ ფეხით დადიოდა. ტრადიციული თბილი მისალმება დაცვის თანამშომელთან და მისი გამჭოლი მზერა უკანალისაკენ. ვინდოუსი უკვე იტვირთება, მეილს ვამოწმებთ, დღის გეგმას ვადგენთ, უფროსის ახალი დავალება, ყავას ვინ ადუღებს? მისი ფანქრებიდან მხოლოდ მოპირდაპირე ცივი შენობა მოსჩანს, შესვენებაზე პიცაზე ვინ მოდის? არაფერია განსაკუთრებული გარდა იმისა რომ მივლინების თანხა უკვე დამჯდარა ანგარიშზე, მომასაბეზრებელი ზარები, წამების-წუთების-საათების გაწელილი 60-იანი სისტემა, მუსიკას უსმენს ნაუშნიკებით იცის ხუთ საათზე უნდა გაიპაროს და დარჩენილი ერთი საათი კოლეგას გადააბაროს, უფროსის ბრძანება რომ დღეს უცხოელი პარტნიორების გეგმები შეიცვალა და შეხვერდა დღეს გადმოიტანეს დიდ ბოდიშის მოხდით. ყველანი ადგილზე და კიდევ ერთი ზედმეტი საათი. გამოსაშვებ საღამოზე მარტოდ დარჩენილი « ბრენდის შვილიშვილი » თვალებით დედიკოს ეძებს და ვერც კი წარმოუდგენია რომ ბრენდმა დედიკო შეუჭამა და შეიძლება 17 წლის ასაკში როდესაც თავად გახდება ან არ « ბრენდის შვილი » ყველაფერი გაანალიზოს, ან იქნებ ვერასოდეს მიხვდეს და ბრენდის ცოდვები მომავალ თაობებს გადააბაროს და დედიკოს მსგავსად ჰიჩჰაიკზეც გამოსული ვერასოდეს შემამჩნიოს ისე როგორც ეს ჩემი ბანალური ენა.

მუსამპა


2007
ოქტომბერი

No comments: