Tuesday, 4 December 2007
წინ რეფორმაციისაკენ !
1. ნუ დაუჯერებთ ლაფონტენს
საუკუნის დასაწყისში გაფლანგული წლები შარლ-დე-გოლის აეროპორტში დაეშვა აირზენას ბებერი დიდი ჩიტის სახით. ასე მგონია ის მემართება რაც ნაბუქოდონოსორს სიკვდილის წინ. საზოგადოებრივი აზრის შესწავლს ეროვნულ ბიურის ან სტატისტიკის სამსახურს თუ დავუჯერებთ ჯერ ყველაფერი არ დამთავრებულა და არც დაწყებულა. როდესაც შენი დროის კატონის ტელეეთერით რევოლუცუიური მოწოდებები შენი ცხვირის ნესტოს სათუთად უღიტინებს, სხვა არაფერი დამრჩენია თუ არა კიდეც ერთხელ გადავხედო დაუწერელ მომავლის გეგმას ვორდის ფაილად ქცეულს. აეროპორტში კონტროლისას როცა ფეხზე გახდა მომთხოვეს, მახსოვს საკუთარ თავს ზემოდან დავხედე შარლ-დე-გოლის აეროპორტის მაღალი ჭერიდან, რომელსაც მხოლოდ თავისუფლად მოძრავი ჩიტები ეხებიან. ვდგავარ ჩემი 60 ევროიანი სეილზე ნაყიდი ბატინკებით და საკუთარ თავზე მეცინება. ღირს კი ეს ყველაფერი ქრისტეშობიდან 2007 წლის შემდეგ ?
2. ლიტვის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა
გამოვიფიტე, დავიღალე, სისხლი ჩამექცა, გავდნი მაგნიუმის ნაყინივით და ეხლა თეთრ სითხედ ჩემი სამზარეულოს მაგიდიდან ვწვეთავ, არა სპერმატოზოიდი არ გეგონოთ უბრალოდ ასე მოხდა. მეზობლის კატა რომელიც ორი დღეა დაგვიტოვეს რაფინირებული ინტელიგენტივით შეუდგა ჩემს ლოკვას, უკვე ჩემი გამდნარი სითხისგან არაფერი დარჩა როცა დედაჩემმა ყავის მადუღარასთვის სამზარეულოში შემოიხედა. ამის მერე მეძებდნენ სარდაფში, ლატვიის სოციალისტურ რესპუბლიკაში, ერთგულ მოაჯირებიან აივანზე, მეძებდნენ ყველგან : ტელევიზორის ეკრანზე, ნეხვის ბუზში, FM დაგუდულ სიხშირეზე, გამოურეცხავს ჭიქებში, ბოზის გადაღლილ საშოში, ისტორიულ გასაყარებზე და საუკუნის გამოწვევის პროექტებში მოხალისედ. მამაჩემმა გაბედა და ჩემს შეყვარებულს ძუძუებშიც კი ჩახედა მანდ ხომ არ იმალებაო?. ყველაფერი ესე დაიწყო მაგნიტური ჰიდროდინამიკიდან და გრძელდებოდა ელექტროგამტარი სითხეების და მოძრავი აირების გავლით.
3. ვენერა და ამური
ხვალ დღეა, როცა კულტურა და ადამიანი ერთმანეთს უნდა დაუპირისპირდნენ როგორც ფრანგი ეგზისტენციაისტები იუწყებიან ჯან-პოლ სარტრის მეთაურობით, მაგრამ ეს არაფერია « ლუდის პუჩთან » შედარებით, სადაც ერთევროანი ლუდის ქილები კი არა, განვლილი საუკუნის პარანოიდები აჯანყდნენ ხელისუფლების ხელში ჩაგდების მიზნით. ხვალ დღეა, სისხლის და ოფლის კოქტეილები ამაყად დაიცლება ქალაქის სარეზერვო მოედანზე, მაკულატურას ცეცხლს წაუკიდებენ უშიშროების ცენტრალურ არქივებში. უკალაპოტო შარდის მდინარეები გადასერავენ შენს მომრცო ბარაკს, სახეს და yahoo საფოსტო ყუთს.
2007.10.11
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment