1. სინონიმი
დედამიწა ისევ გაბერილი პრეზერვატივი მგონია კოსმოსური ხახუნის შემდეგ აუცილებლად რომ გასკდება, არ შეგეშინდეს აქ ჩვენთან ყველაფერი ძალიან მარტივადაა თუ ლენინს დავუჯერებთ, რადგან ადრე თუ გვიან კაპიტალისტები იმ თოკსაც კი მოგვყიდიან რომელზეც თავად მათ ჩამოვახრჩობთ და სამყაროც ერთისრიანი საათის ქვესისტემაზე გადავა და არასოდეს დავბერდებით.
გამახსენდა ფაბიანური საზოგადოების ერთგული შვილები რომელთაც მიაჩნდათ რომ სოციალიზმი ბუნებრივად და მშივდობიანად უნდა განვითარებულიყო და ყველა ტაქსისტის ტრაქტატი აეროპორტიდან ჩემს სახლამდე ავტოსტრადაზე გავლებულ თეთრ წყვეტილ ხაზს რომ ემიჯნებოდნენ, ჩვენი და მათი ოპტიმიზმი ხომ ვარაუდებს ეყრდნობა ანუ სურვილებსა და ფიქრებში გაწერილ გეგმით რეცეპტებს.
მონპარნაისის სადგურში სადაც მატარებლები დასავლეთ საფრანგეთის მიმართულებით ერთმანეთს ეჯიბრებიან, მე ხლისტების სექტის ერთმა უნიჭრო სტიქაროსანმა თევზის სენდვიჩით ხელში მოსაცდელ დარბაზში შევაბიჯე, ტრადიციულად ძალიან მორცხვად. ელექტრონულ ტაბლოს მივაშტერდი, ჩემს ირგვლივ ასობით ადამიანის ხმაურში ტაბლო ქალაქების და მატარებლის გასვლის საათები ისე განათებულიყო იმ გოგოს გაღიმებულ სახეს ვხედავდი წინა დღით ახალგაზრდების არაორგანიზებულ შეკრების შემდეგ საკუთარ ორგაზმს კუბებად დაფასოებულს რომ მინაწილებდა ქვაფენილგადაფარებულ პორტის ქუჩაზე, სადაც 1789 წელს საჩვენებელი თავის კვეთის PR კამპანიები ეპოქებს ცვლიდნენ ნოვოკაინებით და სხვა ტკივილგამაყუჩებლებით.
2. (პ)ანტონიმი
ქალაქ რენის მემანქანის გარეშე დარჩენილი ორხაზიანი მეტროს კიბეების მესამე საფუხურზე ცხოვრების სიმულაციური საწყისი იცრიცებოდა უსახური სტუდენტური ქალაქის სასაფლაოს სიახლოვეს და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკიდან მობერილი ბელგიური კოლონიალური ქარით ხმელთაშოუაზღვისპირულ ქვიშას სახეში მაყრიდა. სექსუალური ჰიპზნოზის უბადლო მცოდნე ჩემი პარტნიორი საკუთარ ბავშვობის ოცნებას მეშვიდე საფეხურზე ჩამჩურჩულებს, ის ხომ საკუთარი სოფლის ეკლესიის საყდარში სექსით დაკავებისათვის დარჩენილი ორგაზმების რაოდენობას გაინახევრებდა და მამის ნაჩუქარ ფლომასტერებსაც კი რეგიონის სიდიდით მეოთხე მდინარეს გაატანდა ახალგაზრდობის საწინააღმდეგო მიმართულებით. ნეოინტელექტუალური ოკუპაცია, აი სად ვეძებდი გამოსავალს როდესაც მისი ერთოთახიანი ბინის ტუალეტში ქაღალდის ნაცვლად აკინძული ნამდვილი ერთდოლარინები აღმოვაჩინე და უნიტაზში წყლის ნაცვლად მხოლოდ კოკა-კოლა და პეპსი უნდა ჩამესხა იქვე მომარაგებული ბოთლებიდან. დაჭმუჭნული ერთოლარიანები კი მაკდონალდსის ყუთებში ერთმანეთს ეხუტებოდნენ და კაპიტალისტური ამოსუნთქვებით და პირამიდაში ჩახატული თვალებით განთავისუფლებას მევედრებოდნენ. მნახეს მეც პრომეთე რა.
3. ომონიმი
ახალგაზარდები კონფორმისტობენ, ახალგაზრდები სკოლებში ბერდებიან, ახალგაზრდები ისვრიან, ახალგაზრდები სნობიზმის მანისფესტებს აქვეყნებენ, ახალგაზრდები სახეში იფურთხებიან, ახალგაზრდები იყიდებიან, ახალგაზრდები კარიერისტობენ, ახალგაზრდები ინტელექტუალურად მასტურბირებენ, ახალგაზრდები ორსულდებიან/ორგულდებიან, ახალგაზრდები შარვალ-კოსტუმდებიან, ახალგაზრდები ინიღბებიან, ახალგაზრდები იკუმშებიან, ახალგაზრდები ფუნდამენტალისტდებიან, ახალგაზრდები იტყუებიან, ახალგაზრდები იფუთებიან, ახალგაზრდები ირწმუნებიან, ახალგაზრდები იფიტებიან, ახალგაზრდები გეტოევდებიან. რა შენ გინდა თქვა ეს ცუდია?
მუსამპა
2007.10.23
Tuesday, 4 December 2007
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment