რომანტიული სოციალიზმი - ყველაფერი უფასოდ შეყვარებული წყვილებისათვის . . . . . . . . . . . შეიძინეთ ევროპრეზერვარტივი 'NATO' - კოლექტიური თავდაცვის საშუალება . . . . . . . . . იპოთეკურად ისესხე კრეატიული იდეები. . . . . . . . ბლოგი ღიაა 24/7 (c) მუსამპა . . . . www.mu3pa.ge

Tuesday 4 December 2007

გამოხატვის ახალგაზრდული თავისუფლება

Marxism is Dead, Exploitation lives

უდიდესი საიდუმლო იმაში როდია ადამიანს ცუდი ჩვევები აქვს თუ კარგი, კარგად ლაპარაკობს თუ ცუდად, მთავარი ისაა არის თუ არა იგი ყოველ ადამიანთან ერთნაირ ურთიერთობაში ანუ იქცევა თუ არა იგი ისევე როგორც ზეცაში, სადაც ერთი სული ისეთი კარგია, როგორც მეორე.”
ბერნარდ შოუპიგმალიონი

თბილსი. საქართველო. 2008 წლის შემოდგომა, რიცხვი ზუსტად არ მახსოვს, იატაკქვეშა სტუდენტური გართიანების არაფორმალური თავშეყრა, თამბაქოს კვამლი ღრუბლებად ქცეულა ღრმა სარდაფში, დახშული სივრცე ნელ-ნელა ივსება არატრადიციულ-ქართული ტიპებით, ხრაური, ლუდის ქილები ჭყლეტის ხმა, მორისონის ისტორიული ჰანგები, და სიტყვებიShe lives on love street. . . .” და სად არის ეს სიყვარულის ქუჩა? კედლები პოსტ-მოდერნის სტილში მოუხატავთ, ოჰ ეს იდეური პლაკატები! მაჰათმა განდი, ჩე, ვაცლავ ჰაველი, მარტინ ლუთერ კინგი, კიდევ? მეტი არ მახსოვს. თითქოს სარდაფი ინდივიდთა ერთობად იქცა და არა ერთიან ორგანიზმად, წამიერი სიჩუმე, მუსიკა მიწყდა. მოდერატორის ჩურჩული და თამამი სიტყვა.
მოდერატორი: ვინ დაამსხვრევს პირველი დოგმებს?
ტრადიციული ქართული გაუბედაობა, ყველა გაისუსა, ერთმანეთს შესცქერიან, ქერათმიანი რომელიც სხვებისაგან მხოლოდ იმით გამოირჩეოდა რომ ქერა თვები აქვს, გატრუნულ ჯგუფს გამოეყო და დაიწყო:
ქერათმიანი: მე. (გაბედული შეძახილი)
ყოველგვარი შესავლის და მიკიბვ-მოკიბვის გარეშე დაიწყო:
ნუთუ ეს ყველაფერი რეალობაა? ნუთუ უნდა გავძღეთ და მერე გაგვახსენდეს მშიერი ხალხი? იქნებ საერთოდ არ გაგვახსენდეს და ისე დავიმარხოთ, ვგრძნობ რომ უბრალო ხალხი მიყვარს, მართლა საშინლად მიყვარს, ისინი ჩვეულებრივ ქუჩებში რომ მხვდებიან ანუ ის მასა რომელიც ჭუჭყიანი მეტროს ვაგონებით ყოველ დღე კილომეტრებს გადის და ამისთვის მათ ტელევიზიის ბინძური ეკრანზე არავინ გამოაჭენებს. .ანდერგრაუნდში უბრალო ხალხი ჩადის და მე თუ მკითხავ იქედან არც ამოვიდოდი, იაფი ძალა, ისინის ყველაზე ადრე ეჩვევიან მიწიქვეშა სამყაროს და იქნებ ერთ მშვენიერ ან არც ისე მშვენიერ დღეს შემთხვევით უბრალოდ ღორ ჩინოვნიკებს გადაეყაროთ, რომელთაც იდიოტური პიარ-შოუს გაკეთება გადაუწყვეტიათ.
და ზუსტად მაშინ, როცა მეტად ნაღვლიანი სახით, დათაფლული ენით, მოვალეობის მოხდის მიზნით შავოსანი მოხუცის ბედით დაინტერესდებოდა, (და სად არის ჩვენი პროტესტი?) დიდი სიამოვნებით შევაფურთხებდი ამ გაბერილ ტომარას სახეში, ალბათ ეს იქნებოდა გამოხატვის უდიდესი თავისუფლების რეალიზება, რომელსაც ასე ამაყად იცავს უამრავი ადამიანის უფლებათა კონვენცია თუ პაქტი, დაწყებული 1948 წლის საყოველთაო დეკლარაციით და დამთავრებული ეროვნული კონსტიტუციით, მაგრამ მე ხომ დაწერილი კანონები ერთ პიკანტურ ადგილზე მკიდია, რადგან ჩემი შინაგანი კონსტიტუცია მაქვს, რომელიც ჩემთვის კატეგორიული იმპერატივია.
არ ცდებით!!! ფურთხი, გაბერილი ჩინოვნიკ-პოლიტიკოსის სახეზე არ იქნებოდა გარეგანი ან მხეცური თავისუფლების ლოგიკური შედეგი ან სამოქალაქო აქტივობის უზნეო ტრანსფორმაცია რატომ? იმიტომ რომ, ეს თესლი ბიუროკრატი ჩვეულებრივ სიტუაციაში მეტროს სადგურში არასოდეს მოიცდის, წარმოიდგინეთ მისთვის ეს რა დამამცირებელი იქნება, ალბათ ფიქრობთ რომ სოციალიზმის პირველ ფაზას ვავითარებ, რომელიც მარაზმში ან კიდევ მარქსიზმში გადაიზრდება, ან იქნებ ეგზისტენციალიზმის უხეირო მიმდევარი ვარ? არა უბრალოდ სიმართლის პროლიფერაცია ყველას უჭირს და ამიტომაც გამოხატვის და სიტყვის აღვირახსნილი თავისუფლებით არავინ სარგებლობს, რატომ? გვეშინია ეს ჩვენი განხორციელებული სრული თავისუფლება ცხოვრების გზაზე ბარიკადად არ გვექცეს, და ამ ღორი ჩინოვნიკის ძმამ მზაკვრული ჩანაფიქრი არ გაგიჩალიჩოს, გვეშინია ყვლაფრის და ეს რელიგია, ადათი და საშინელი კანონები ხომ საერთოდ ბოლოს გვიღებს.
მე მიყვარს მეტროს ყველა გაცრეცილი სადგური, იმიტომ რომ იქ ღორებს ვერ ვხედავ. სად გადის ვერტიკალური ზღვარი ანდერგრაუნდსა და ფერმას შორის? ალბათ იქ როდესაც მეტროს კონტროლის ავტომატშიჟეტონსჩააგდებ ან კიდევ, როცა ამა თუ იმ სამინისტროს საშვთა ბიუროში შენს კორდინატებს ჩაინიშნავენ და კიბის პირველ საფეხურს გაცვეთილი ფეხსაცმლის ძირით შეეხები, ქუჩები ნეიტრალური ზონაა. ვითომ?
რატომ ვართ მანკიერი ღორების ხელში? იქნებ ეს შეკითხვა სარკაზმითაა გაჟღენთილი? რატომ გვაბოლებებენ ღორთა შიკრიკები? რომლებიც საკუთარ თავს საზოგადოების წარმომადგენლებს უწოდებენ, იგივე პიარ-შოუებს დგამენ და პირადად ჩემი სახელით ისე ბაზრობენ რომ გეგონება ჩემი უფლების დელეგირება ექსკლუზიურად გავუკეთე! ჰო ეს .. ელიტა სულ დამავიწყდა, რომელიც ყველგან და ყოველთვის პირფერია, ელიტას უწოდებენ საკუთარ თავს და თანასწორობაზე ლაყბობენ, ისე რომ ზემოდან, ძალიან ზეციდან ამაყად გვიყურებენ არაფრისმთქმელი ხბოს თვალებით. ვერ შეედავები ისინი ხომ თვით მისი უდიდებულესობა სრულყოფილებანი არიან და ღამ-ღამობით ღმერთებსაც შინაურულ თემებზე ესაუბრებიან. (არაფერი მაქვს ირონიის საწინააღმდეგო თუ კი ის ჩემს წინააღმდეგ არ არის მომართული)
ჩვენ უბრალო ახალგარზრდობას, ვისაც ჯერ კიდევ არ გვიბანავია ღორების წუმპეში და მზაკვრული პიარი არ გვიკეთებია, ჯერ კიდევ გვაქვს შანსი გავერთიანდეთ, მაგრამ ჩემს ქვეყანაში იდეალისტი ახალგაზრდები არიან? არა, უბრალოდ ლოგიკურია არა? ანდერგრაუნდში გული არ უჩერდებათ, იმიტომ რომ ფერმაში ყოველთვის მეტია ჭუჭყი. გავარტყი ეგეთ გოჭ-იდეალისტებს!!! ესეც თქვენი ბურჟუაზიული მორალი.
ღორებო მორისონი არასოდეს მოგისმენიათ? და არ იცით რომ ეს შეიძლება დასასრული იყოს? იმიტომ რომ თქვენ გეზიზღებათ პროვინციები და ის ახალგაზრდობა, რომელიც სახეში ამაყად შეგაფურთხებთ და თქვენდა სამწუხაროდ და განსხვავებით სნობები არ არიან, ზეპირად იციან საკუთარი სამოქალაქო უფლებები და პენისზე კიდიხართ, როგორც ნეხვისმჭამელთა სოციალური ერთობა, მაგრამ არა როგორც ადამიანები (კაცობრიობის უდიედესი ღირებულება), ფერმის გარეთ, განსაკუთრები კი ანდერგრაუნში ყველანი თანასწოები ვართ.
სად არის ესე ნანატრი პროგრესული ახალგაზრდობა? ფერმებში და ბოსლებში, კოლტებს შეეხიძნენ, მერე? ვინც ვერ შეეხიზნა, გაიხიზნა, ბევრიც დააბოლეს და ზოგიც უბრალოდ წააკელს შობის მთვარიან ღამეს.
გამხელილი ოცნება: მინდა ვიჯდე მეტროს ლუდხანაში და ვძერწავდე ჩანახატებს ახალგაზრდული რადიკალიზმის და ჰუნიზმის შესახებ და ვიგონებდე იმ წუთს როცასავიზორეჟიმი და ვირტუალური კედელი, ბებერ საძირკველთან ერთად ანდერგრაუნდს და ფერმას შორის საზეიმოდ დაინგრა, ერთი ევროპული კედლის მსგავსად, ყოველგვარი სისხლის გარეშე. ეს მხოლოდ ლაჩრები მოითხოვენ იმათ ამოწყვეტას ვინც მათ აწუხებთ, ჩვენ კი ლაჩრები არასოდეს ვყოფილვართ და მსგავს არც არაფერს ვაპირებთ.
ბოდიში ღორებო, თქვენ ჯერ ისვევ ყარხართ.
(
ცინიკოსი მაშინ ხდები, როცა ხედავ თუ რად აქცევს ადამიანთა უმრავლესობა ამ ცხოვრებას)
სარდაფი: ბრავო, გავარტყით ღორებს, აი მესმის ძმობა, სიკვდილი ბიუროკრატიას, გაგრძელება როდის იქნება? ავოიეეეეე, თავისუფლება თავისუფლებას, ყველანი აქციაზე, ჰე-ჰე-ჰე, . . . . . . . .
მოდერატორი: მგონი დაგვადგნენ!


11/08/2005.

მუსამპა

1 comment:

mar1ami3 said...

dzzzzn magaria go on rollin maan